ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2016


****

სად არის ხალხი ალალი
ურწმუნოება გამქრალი
სად არის იმედის შუქი
რად გაგვისკდა როგორც ბუშტი
სად არის პატიოსნება
ხალხს ენა რად არ ებმება
სად არის ნინოსი ჯვარი
ამოვძვრეთ წუმპეში მჯდარი
აწმყო მომავლად ქცეული
არ გვექნეს გადანთხეული
ჩვენ გვაპატიოს ქრისტემან
და განგვაახლოს მყისვე მან

***************
ხალხნო რად სვამთ ერთურთის სისხლს
ეშმაკს აძლევთ,ჰყიდით სინდისს
დაგებინდათ ჭკვა-გონება
აღარ გღლით შურის მონება
ბილწი სიტყვა პირიდან გდით
ლამაზ სათქმელს ჩირადა ხდით
კეთილ საქმეს არ აკეთებთ
არც კეთილსა კარგს ანებებთ
გამოფხიზლდით სძლიეთ თავსა
მით აჯობებთ ბოროტს,ავსა
თქვენსა მტერსა მისცემთ სამარხს
როცა გაჰკრავთ ხელსა ჩახმახს
თორო ვის გამოდგომია
მუდამ ყოფნა საწოლშია
ვერცა ვინ უქმად იმარჯვებს
ის მხოლოდ ცოდვას ივასხებს
თქვენ თუ სძლევთ თქვენს მეორე მეს
მით აუნთებთ თავს სანთლებს
სანამ კი ხართ ცოდვაშია
შვილებს აგდებთ ცდომაშია
თქვენივე გამოისნობით
შთამომავლობას სრიათ
ცუდ გულის თქმას დაამარცხებთ
თუ ერთმანეთს ხელთ-ხელს მისცემთ
თუ ეშმაკზე გაილაშქრებთ
გამარჯვებით სულს ნათელს სცხებთ

************************
ის მომავალი სად არის
იმედი გვქონდა რისიცა
ვინც ერჩის ეგზომ სამშობლოს
ჩვენიცაა და მისიცა
ქართველს ქართველის არა სწამს
ძმას ძმისა სისხლი სწყურია
მათ სიმართლის გასაგონად
დახშობილი აქვთ ყურია
ის მომავალი სად არის
რომ ოცნებობდა ილია
იმედი ჰქონდა აკაკის
ის ორად გაყოფილია
როგორც წარსულში ისე დღეს
მოღალატეა ქართველი
დედასამშობლოს,რომ ყიდის
დღესავითაა ნათელი
ის მომავალი სა არის
სისხლი დაინთხა რისთვისაც
ვისაც არა სწამს აწმყოსი
დაკარგულია მისთვისაც
საქართველოს მომავალი
მისი აწმყო შვილებია
მაგრამ მათი საზრუნავი
მოწყობილი ვილებია

**************
ვერ გაგვიგია
სიცოცხლის ფასი
ერთურთის სისხლით
სავსეა თასი
ვერ გავრკვეულვართ
ცუდში და კარგში
ვერ გამოვდგებით
მშვიდობის დარგში
დაგვიწყებია
ძველი საქმენი
და რაც აქამდე
იყო ნაშენი
ჩვენი წარსული
ის დრო გასული
თუ გვენატრება
იყო რაც რთული
ქარს გავატანეთ
ჩვენი ღირსება
პასუხს ჩვენ ვაგებთ
როცა იქნება
აღარ იგრძნობა
სულისკვეთება
აღარ მოისმის
უფლის ვედრება
ლაზათიანი
სიტყვა ქართული
დავკარგეთ,გავხდით
ზღვარგადასული
ძველი დროების
ნიშანი არ ჩანს
ვინც გვიფარავდა
მას ვცემდით თაყვანს
ჩვენი სიკეთე
და სიყვარული
გულიდან არის
გადაღვარული
ჩვენი წარსული
ის დრო გასული
ნაცნობი არის
თუ მზე ჩასული
ნასახი არ ჩანს
წარსული ხიბლის
ეს ჩვენია თუ
ბრალია იღბლის
ვერ გაგვიგია
სიცოცხლის ფასი
ერთურთის სისხლით
სავსეა თასი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები