ლონდონი. ნისლი. ვერ იტანს ღრუბლებს. ოციოდე წუთის წინ ჩავიდა იქ და უკვე უზომოდ მოენატრა საქართველოს ზეცა. გვერდზე მარინა ჰყავს, საყვარელი ცოლი. მაღალი, ხმელი, ცისფერთვალება. მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზადაა, მზადაა შეეგუოს ლონდონის მოღუშულ ცასაც. ბიძას მიაკითხავს, მუშაობას დაიწყებს. იმდენს იშოვის, რომ შეძლოს არჩინოს საყვარელი ცოლი. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება საქართველოს, ურომლისოდაც ვერ გაძლებს. მათ ახალგაზრდა ოჯახს წელში გამაგრება სჭირდება. შემდეგ, ყველაფერი თავის რიტმში ჩადგება... * * * ერთი წელიც არ გასულა, რაც ლონდონში არიან. ვერ შეეგუა ლონდონის ცას, ნიადაგ ღრუბლიანს. იშვიათად რომ მზე გამოანათებს, უხარია. თუმცა მცირე ხნით, მაგრამ მაინც გრძნობს სიახლოვეს სამშობლოსთან. მაინც ვერაფრით ეგუება ამ ყოველივეს, ერთ წელსაც კიდევ თუ გაძლებს, ისიც მარინას ხათრით. მარინას არ სურს დაბრუნება, თავს მშვენივრად გრძნობს. მეგობრებიც შეიძინა, მათთან ერთად დასეირნობს წვიმიან ქუჩებში, ერთობა კიდეც, თავს იწონებს. თავად კი დაიღალა, დაღალა სამსახურმა, ამინდმა, ლონდონის ცამ. თითქოს სუნთქვაც უჭირს, ჰაერი მოენატრა სამშობლოსი. *** ახლა აქ არის, საქართველოში. მაინც ვერ სუნთქავს ლაღად. ნისლს ხედავს აქაც, მაგრამ ეს ნისლი ახლა მის თვალებშია. ჩაკეტილია თავის ოთახში განმარტოებით და უკვე მერამდენედ კითხულობს წერილს, უფრო სწორად, წერილის თარგმანს. თვით წერილიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაიგო, მაგრამ მთავარის გაგება შეძლო. "AMIGO" - ეს სიტყვა იყო მისი სიხარული ლონდონის ციხის საკანში ჯდომისას, ამ სიტყვამ იგი სიცოცხლიოსკენ შემოაბრუნა. პირველად, ცოცხალ-მკვდარს ჩაესმა, ყოფისგან დაცინულს, განადგურებულს. ვერაფერს მიხვდა, ვერ გაეგო სად იყო, ან იქ საიდან მოხვდა. შემდეგ ყველაფერი აღიდგინა. სასამართლოს დარბაზიც გაახსენდა, საყვარელი ცოლიც მოწმის სკამზე. განაჩენის გამოცხადებისას, დარბაზში იჯდა მარინა ჟღალთმიანი ინგლისელის გვერდზე. ადრეც ენახა ეს კაცი, მარინას ახალი მეგობრის საქმროდ გაიცნო. ნუთუ, ყველაფერი ტყუილი იყო... ვეღარაფერს გრძნობდა, ტკივილის გარდა, გულში. მაინც გაახილა თვალი, ბიძამისის მზერას შეეფეთა. გაკვირვებული და გაბრაზებული, შეჭმუხნული წარბებიდან გამოსცქეროდა მოხუცი. დინჯი და თან შერცხვენილი იყო მისი მზერა, "თაღლითი" ძმისწულის საქციელით შერცხვენილი. ახლა შინ იჯდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა წერილს ნისლიანი თვალებით. "AMIGO" - ეს სიტყვა უცვლელად იკითხებოდა. თარჯიმანს სთხოვა, ნუ შეეხებითო. თვითონ რამდენჯერმე გააგზავნა წერილი ლონდონის ციხეში, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი მხოლოდ ამ დილით მიიღო და უკვე მერამდენედ კითხულობდა:
""AMIGO", როგორ არის შენი გული, ხომ არ დარდობს ? შენი წერილები წავიკითხე, მადლობელი ვარ. თუმცა ვერ გხედავ, მაგრამ მჯერა, ფეხზე დადექი. სევდა არ უნდა მოგერიოს, ხომ გესმის ჩემი ?! სიმხნევე გმართებს. შემაგვიანდა წერილების წაკითხვა. საავადმყოფოში გადამიყვანეს, შეუძლოდ ვიყავი... უკეთ ხარო და დამაბრუნეს. ისევ იქ ვარ, სადაც ერთმანეთი გავიცანით, სადაც ველოდით ერთად თავისუფლებას. ისევ იქ ვარ და ძველებურად გავყურებ ლონდონის ცას ვიწრო სარკმლიდან. უკეთ ხარო... მე კი, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ დიდხანს ვეღარ ათრევს დატყვევებული სული ჩემს დამძიმებულ სხეულს. მაგრამ, მანამდე, სამშობლოში უნდა დავბრუნდე. თუნდაც ერთხელ ვიხილო ბასკეთის ზეცა. ბევრს არ გავაგრძელებ, მე დავბრუნდები ესპანეთში და ჩვენ ერთი ზეცის ქვეშ ვიცხოვრებთ. გახსოვდეს, ჩვენს მეგობრობას წლები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ ხომ საერთო ჰაერით ვსუნთქავთ. და კიდევ - თვალები მედგრად გაუსწორე ცხოვრებას და გადალახე დაბრკოლებები. იმედი დაგეხმარება. მშვიდობით, არა, ნახვამდის AMIGO! იმ დრომდე, სანამ ღმერთი კვლავ ინებებს ჩვენს შეხვედრას."
ღვარივით წასკდა თვალებს დიდი ხნის ნაგუბარი ცრემლი და ნისლი გაფანტა. წამით, წარსულმა გაიელვა თვალწინ. გაახსენდა ლონდონის ცა, ოდესღაც საყვარელი ცოლი, ჟღალი ინგლისელი, ბიძის მზერა, უდანაშაულო სასჯელის ოთხი წელი... ერთგული მეგობრის ტკბილი ''AMIGO!'' სდიოდა ცრემლები. ცრემლებით მადლობდა უფალს, ამ დიადი მეგობრობის ღირსი რომ გახადა. გარეთ კი, ზეცა იყო ღრუბლიანი. წვიმას აპირებდა.
2007 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ახლა ამას გადავაწყდი შემთხვევით და აეროპორტშივე ვიგრძენი საქართველოს მონატრება :)) https://manifest.ge/main/item/921#.V5NkAlWD3LQ.facebook მოკლედ, მეგობრებო, მე თქვენს გამოცდილებას უნდა ვენდო. თქვენ კი - ჩემს წარმოსახვას :))
თამარ :*
ახლა ამას გადავაწყდი შემთხვევით და აეროპორტშივე ვიგრძენი საქართველოს მონატრება :)) https://manifest.ge/main/item/921#.V5NkAlWD3LQ.facebook მოკლედ, მეგობრებო, მე თქვენს გამოცდილებას უნდა ვენდო. თქვენ კი - ჩემს წარმოსახვას :))
თამარ :*
8. ემოციურია კი. სამშობლოს მონატრებას რაც შეეხება, 20 წუთის ჩასულს ბევრი საქმე აქვს ხოლმე ძალიან. პრინციპში მაგ დროს აეროპორტიდან ბინამდე/სასტუმრომდეც არაა ხოლმე მისული და გზის გაგნებას ცდილობს. თუმცა ჩასვლის დღესვე მონატრება ბუნებრივია, მითუმეეტს როცა იცი რომ დიდი ხანი მოგიწევს უცხო ქვეყანაში დარჩენა.
ემოციურია კი. სამშობლოს მონატრებას რაც შეეხება, 20 წუთის ჩასულს ბევრი საქმე აქვს ხოლმე ძალიან. პრინციპში მაგ დროს აეროპორტიდან ბინამდე/სასტუმრომდეც არაა ხოლმე მისული და გზის გაგნებას ცდილობს. თუმცა ჩასვლის დღესვე მონატრება ბუნებრივია, მითუმეეტს როცა იცი რომ დიდი ხანი მოგიწევს უცხო ქვეყანაში დარჩენა.
7. ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა ორივეს თქვენ, ბიჭებო!
მაგ მომენტს რაც შეეხება, არ ვიცი, იმ კაცმა რა იგრძნო, თუმცა საკუთარი თავიდან გამომდინარე, სულაც არ მეჩვენება ყალბად და პირიქით, ვფიქრობ, უფრო ემოციურადაც შეიძლებოდა გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან განსხვავებით, მსგავსი გამოცდილება არ მაქვს და მხოლოდ წარმოსახვის, ან სიზმრისგან მიღებული შეგრძნებები შეიძლება მქონდეს. ისე კი, ჩემი ოცნების ქვეყანაშიც (ესპანეთი) არ მინატრია დიდი ხნით (2-3 კვირაზე მეტი) ყოფნა. (ახლა გამახსენდა თბილისიდან მცხეთისკენ გადახვევისას არაერთხელ განცდილი ნოსტალგია. ჰო, კიდევ, ჭიათურიდან - საჩხერისკენ :) )
კომენტარებისთვის დიდად გმადლობთ! :* :*
ჩემგანაც გულთბილი მოკითხვა ორივეს თქვენ, ბიჭებო!
მაგ მომენტს რაც შეეხება, არ ვიცი, იმ კაცმა რა იგრძნო, თუმცა საკუთარი თავიდან გამომდინარე, სულაც არ მეჩვენება ყალბად და პირიქით, ვფიქრობ, უფრო ემოციურადაც შეიძლებოდა გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან განსხვავებით, მსგავსი გამოცდილება არ მაქვს და მხოლოდ წარმოსახვის, ან სიზმრისგან მიღებული შეგრძნებები შეიძლება მქონდეს. ისე კი, ჩემი ოცნების ქვეყანაშიც (ესპანეთი) არ მინატრია დიდი ხნით (2-3 კვირაზე მეტი) ყოფნა. (ახლა გამახსენდა თბილისიდან მცხეთისკენ გადახვევისას არაერთხელ განცდილი ნოსტალგია. ჰო, კიდევ, ჭიათურიდან - საჩხერისკენ :) )
კომენტარებისთვის დიდად გმადლობთ! :* :*
6. ოცი წუთის ამბავში არმენს ვეთანხმები...
ლონდონში ჩასვლიდან ერთი თვე კულტურული ში კი აქვს ნებისმიერ ქართველს.. და არა მარტო ქართველს...
დანარჩენს რაც შეეხება .. ფაქტია მძიმე და სევდ იანი ამბავია..
(აქვე ვისარგებლებ და თეას მოვიკითხავ.. :* )
ოცი წუთის ამბავში არმენს ვეთანხმები...
ლონდონში ჩასვლიდან ერთი თვე კულტურული ში კი აქვს ნებისმიერ ქართველს.. და არა მარტო ქართველს...
დანარჩენს რაც შეეხება .. ფაქტია მძიმე და სევდ იანი ამბავია..
(აქვე ვისარგებლებ და თეას მოვიკითხავ.. :* )
5. ძალიან კარგი ჩანაწერია, კარგად შესრულებული, მაგრამ ასეთ ფრაზებს, მომკალით და ვერ ვიჯერებ, ყალბია ჩემთვის: ,,ოციოდე წუთის წინ ჩავიდა იქ და უკვე უზომოდ მოენატრა საქართველოს ზეცა."-შანსი არაა, 20 წუთის ჩასული სამშობლოს ზეცის მონატრებაზე ფიქრობდეს. აი ერთი წლის მერეც რომ ვერ შეეგუა, ეგ მჯერა, ეგ მეც გამომიცდია :) არ მიწყინო, თეა, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ მართალს ვამბობ აქ :) პატივისცემით, მონატრებით და მოკითხვებით მიიღე ჩემი სალამი! +5 ძალიან კარგი ჩანაწერია, კარგად შესრულებული, მაგრამ ასეთ ფრაზებს, მომკალით და ვერ ვიჯერებ, ყალბია ჩემთვის: ,,ოციოდე წუთის წინ ჩავიდა იქ და უკვე უზომოდ მოენატრა საქართველოს ზეცა."-შანსი არაა, 20 წუთის ჩასული სამშობლოს ზეცის მონატრებაზე ფიქრობდეს. აი ერთი წლის მერეც რომ ვერ შეეგუა, ეგ მჯერა, ეგ მეც გამომიცდია :) არ მიწყინო, თეა, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ მართალს ვამბობ აქ :) პატივისცემით, მონატრებით და მოკითხვებით მიიღე ჩემი სალამი! +5
4. გმადლობთ, მუხავ. რამდენადაც განვიცდი, ისე ჯერ ვერაფერი გადმომიცია, მაგრამ, შესაძლოა, ოდესმე გამომივიდეს...
გმადლობთ, მუხავ. რამდენადაც განვიცდი, ისე ჯერ ვერაფერი გადმომიცია, მაგრამ, შესაძლოა, ოდესმე გამომივიდეს...
3. მომეწონა.. ემოციურია. ადამიანური გრძნობების შინაგანი განცდის საოცარი გადმოცემა იცი. მომეწონა.. ემოციურია. ადამიანური გრძნობების შინაგანი განცდის საოცარი გადმოცემა იცი.
2. გაიხარე, ოთარ. არ ვიცი, რამდენად გადმოვეცი, თავის დროზე, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან ემოციური ამბავია.
გაიხარე, ოთარ. არ ვიცი, რამდენად გადმოვეცი, თავის დროზე, მაგრამ ჩემთვისაც ძალიან ემოციური ამბავია.
1. უცრემლოდ ვერ წავიკითხე. 5 უცრემლოდ ვერ წავიკითხე. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|