ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2016


მარიტა მხოლოდ შენთვის...

უჩემოდ  ნუღარ მიხვალ  ტბასთან
ნუღარ გაიხდი ბედნიერებას...
უჩემოდ კენჭებიც  აღარ ჩაყარო წყალში.

მზად ვარ  ყოველდღე
შემოგაცვა 
მზესავით კაშკაშა მოსასხამი,
ან თბილი პლედი.
რომ შენს მუხლებზე არასდროს იდოს
გადაუშლელი წიგნი.

ტბის ფსკერზე
ჩავძირავ  ყველა აუხდენელ ოცნებას.
მობუყბუყე წრეებსაც
ტბის ზედაპირზე სიცილით დავთვლით...

ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ
დედამიწის გარშემო...
ვიქნები შენი
კიდურები_
ჩემი ხელები იქნება შენიც...
თუ მეტყვი, ბორბლებიც  ვიქნები
შენი  ეტლის...
ვიქნები შენი ღვთისმშობელი,
შენი სანთელი.
მე შენ მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები