ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2016


იყოს თქვენზე.... ^_^ ;)

გარიჟრაჟზე, მზემ მაუწყა გათენება.
თვალზე ჩუმად, მნათი სხივი შემაპარა.
ახლა ვიცი, რომ სამყარო იზრდება და
არასოდეს უწერია დაბერება.
სივრცეს ირგვლივ მოსდებია თვალთა მზერა,
ჟანგბადი კი, ღრმად ფილტვებში შევისუნთქე,
სიგიჟეა ეს სამყარო თუ კი მე ვარ
და ვერასდროს, ვერასოდეს შემითვისე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები