ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2016


===

ჩვენი სამშობლო ნატიალები
დაქცეული და ნამტირალევი
მტერთა უღელთ ქვეშ დამძიმებული
როგორც ხარია უღელს შებმული
გამოსავალის არსის მძებნელნი
ჩვენივე თავის ვართ ხელშემშლელნი
ერთურთს კინკლობით,დავიდარობით
საქმე გამოგვდის მუდამ მცდარობით
ნეტავ როდემდის უნდა გაგრძელდეს
ჩვენივ სამშობლო ჩვენით დაბერდეს
ასე ძნელია მტყუანთა დასჯა
საქართველოში სიმართლის დაცვა
.............
ყბადაღებულ ერს ვგავართ
მიწას მყარად ვერ ვდგავართ
ტყუილისთვის დასჯილნი
ამა ქვეყნად ჩვენა ვართ
ღვთის ნებას არ ვმორჩილობთ
ყურს არ ვუგდებთ ერთმანეთს
გლახაკ-მათხოვრისათვის
ვერ ვიმეტებთ ერთ მანეთს
დიდი ცოდვა მხრებს გვაწევს
ცოდვას მადლი თუ დაწევს
მადლით სავსე ქვეყანა
გულში სიკეთეს ჩატევს
...
იმედგამქრალი,უღონო
ქვეყანა შიშმა არია
ქვეყანაში ეჭვი სუფევს
რომ სამშობლო მაგარია
ღონებმიხდილსა ერთ დროსა
მკლავის სიდიდე შვენოდა
ლაჩრულად უკანგაქცეულს
მტერს დამარცხება სწყენოდა
წელში მოხრილი სამშობლოს
ხსენება აღარც კი მინდა
თავჩაქინდრულმა შიშისგან
სამშობლომ ენა გაკმინდა
ქედმოდრეკილი სამშობლოს
ყურება გულის მკვლელია
დამონებულ სამშობლოში
ცხოვრება თავის მჭრელია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები