ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2016


ვიდრე გაიავდრებდა

(ეტიუდებიდან)

,,ქარმა არივ-დარია  ჟამ-კარი და ცა.
ღმერთო, რა ავდარია, ცა ზედ დაგვექცა.

ვიდრე გაიავდრებდა, ველი გადახმა,
მოისმოდა შორიდან ჭრიჭინათა ხმა.

მანდ კი მზე მოჰფენია ია-ვარდს და ნეხვს,
ვის - ახარებს, ხოლო ვის - რისხვას დაატეხს.

მთვარე - ტოლად ანათებს სასახლეს თუ ჭვავს,
ბადრია თუ ნამგალა, არასოდეს წვავს,

დარი ძველი დაირის, დარი ბეჭდის თვლის,
მშვიდად დაიარება და ვარკვლავებს თვლის.

ვარსკვლავების რა გითხრა, ერთი ბაძავს მზეს,
ერთი - მთვარის სინაზეს, ვნებას, მუდამ ზეს.” ...

დრომ ეს ძველი წერილიც  როგორ გაცრიცა!
რაღა დაგვრჩა ზიარი? ცა და მარტო ცა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები