ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2016


*****

საქართველოს კალთებს
ბევრი ახსოვთ ჭირი
ქვეყნის დასაცავად
აღუზრდია გმირი
ბევრი თავის საქმით
ცაში ვარსკვლავს მისწვდა
საბრალოა მტერი
თუ ვერაფერს მიხვდა
მათ სახელზე ტაძრად
აღევლინა წირვა
დღესაც ახსოვთ მათი
დიდი თავგანწირვა
არ გაქრება ხსოვნა
შეუპოვარ გმირთა
და დარჩება გულში
თავისუფალ პირთა
ვინამც საქართველოს
უკვდავება მისცა
მათი სახელები
მონატრებად იქცა
მათმა თავდადებამ
ასახელა ერი
ქართლისს კარზე მდგარი
გააბრუნა მტერი
მათი სამსახურით
იამაყებს ყველა
შეეწევა თუ ერს
დასჭირდება შველა
ღვაწლი იმათ გულში
კვლავ გაიდგამს ფესვებს
ვინც თავისუფლებას
დღენიადაგ ეძებს

...

ფერწასულია სამშობლო
გადაჰკრავს ცუდი იერი
ნიავს უბერავს შვილები
რომ გახადონ სულიერი
ერთ დროს იყო ლაღი,მშვიდი
აღარ ჰყავდა ცრუ და ფლიდი
ახლა ლოყას დის ცრემლები
მისი სევდა გახდა დიდი
ხიდჩატეხილა სამშობლო
გზა არ აქვს წინ წასასვლელი
და ვეღარ ცდილობს იპოვოს
ჩიხიდან გამოსასვლელი
ერთხელაც ხიდს გაამთელებს
ამბავს კარგად დაასრულებს
მის შვილებს გულს გაუხარებს
და ოცნებას აასრულებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები