ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


იქ, სადღაც, სიღრმეში...

მხოლოდ ღმერთმა იცის იმ ჭეშმარიტების არსი, კაცობრიობას, რის ხარჯზე  ერგო საუკუნეთა ათვლა; ცოდვისა თუ სიყვარულისა? თუ მე, იმ ცოდვის გამოსყიდვას შევეცდები,რითაც მის ნებას წინ გადაუვედი, მაშინ ღმერთი, კაცობრიობისათვის საშიშია და მე, მისი ორმაგად მოშიში.
    ჩემი პიროვნების სიმცირეს არ შესწევს ძალა იმისა, რომ სამყარო დაიტიოს მაგრამ, შეუძლია ჯვარცმის საფასურ შვას ახალი სამყარო და ხვალის მომავალი. რადგან ადამიანებს ყოველთვის ტკივათ... ისინი, სიხარულის საფასურ ტკივილისათვის იბადებიან. იქ, სადღაც სივრცეში როდესაც მიწევს ჩასვლა,მხოლოდ ბღავილი მინდება...
იქ ვნანობ რომ ცარიელი ხელებით ჩავდივარ და მხოლოდ ჩემი ხმის ექო ისმის სამყაროს სივრცეში. იქ ერთი ბომბი მინდა ასაფეთქებლად რომ  კედლები დავანგრიო და ვიშვა სხვა წუთისოფელში...რადგან იქ, ცარიელი ხელებით, საშინელებაა ამაოება ამ  წუთისოფლისა  რადგან იცი რომ გიყვარს! ძალიან გიყვარს! და იქ, სადღაც, სიღრმეში,ძალიან გიჭირს ხორციელისა და სულიერიების გათანასწორება. რადგან ხვდები, რომ თითქოს ცალკე სული ადამიანისა, უფრო მეტია ვიდრე სულიერება ადამიანისა.  არ მომცე იქ ჩასვლის უფლება სამყაროვ!!! არ მომცე!!! იქ შენი ჯვარცმაა სამოთხე. ჯვარცმა უნდა გავდეს აღდგომას! აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
  - მე მჯერა რომ სიყვარული სავსე ჭაა სხვათა წყურვილის მოსაკლავად, რომელიც პირთამდე ივსება. უწყლოდ ჭისა და ადამიანის არსებობას ერთი საფასური აქვს და მის ხარკს სიკვდილი იხდის.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები