ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2016


* * *

შენ საქართველო
თუ ისევ გძინავს
რომ შენს გარშემო
მზე წითლად ბზინავს
თვალებში ცრემლი
ისევ თუ გიდგას
როგორ იღვრება
სულ თვალწინ მიდგას
ძალა,რომ არ მაქვს
თავს იქით მეტი
თავში ფიქრისგან
მესხმება რეტი
ჩვენ,რომ ვერ გშველით
გიმატებთ წუხილს
თუ მზეც ჩავიდა
დაიწყებს ქუხილს
და რა იქნება
ქვეყნის საშველი
არ ეყოლება
როცა მაშველი
...
ჩემო ქვეყანავ
რარიგ ეწამე
და შენს თავს მაინც
ცოტათი ამე
ძირი მრავალჯერ
გამოგაცალეს
და სულის მოთქმაც
აღარ გაცალეს
თხოვნა,მუდარა
ყურად არ იღეს
რაც თვალში მოხვდათ
ისიც წაიღეს
ცილი დაგწამეს
მასხრად აგიგდეს
ისევ ღალატით
ხელში ჩაგიგდეს
არ შეგიბრალეს
არც ერთი წამით
მუსრი გაგავლეს
დღისით და ღამით
არ დაენანათ
კაცის კვლა ,ხოცვა
მალე მოუწევთ
მუხლებზე ცოცვა
ის საქართველო
ფეხზე დამდგარი
მალე იქნება
მათ კარს მომდგარი
...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები