| ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 31 აგვისტო, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ცხელოდა....მზე ამაყად გამოკიდებულიყო ცაზე....ზაფხული კი არ გადიოდა , გარბოდა!!!..მას შემოდგომა მისდევდა გინებით.....შემოდგომა , ეს უაღრესად დახვეწილი ჯენტლმენი, არ შეიგინებოდა, რომ არა ზამთარი.....ისიც მირბოდა გაზაფხულისაგან დევნილი და მისი ცივი სუნთქვა აჩქარებდა შემოდგომას....
........................................................................................................
ამ დროს, მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ ყველაფერი მიყვარდა, სახაჭაპურე, პსპ-ს აფთიაქი, ავტობუსები, მოხუცი ქალი, ბაზარში ძირს გაგორებული კარტოფილები!!!!! ვალუტის ჯიხური, ელიავას ბაზრობა......მთელი ხილული და უხილავი სამყარო , მაწანწალა ძაღლები, ნაყინის მაცივარი.... რა საშინელებააა მაინც ეს სიყვარული! ყველაფერი მიყვარდა და თან მეშინოდა.....ისიც მიყვარდა ჯერ რომ არ მენახა...და იმაზეც ვჯავრობდი, რატომ არ მინახავს მეთქი.. კაი, ჯანდაბას ! სიყვარული ხომ სრულქმნილი არსია! მერე რა რომ არ მინახავს ! მაინც მიყვარს.
........................................
უკვე გავრბოდი მზით სავსე ქალაქში...ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი... ფრთები გამომება, თითქოს სამყარომ თავისი უშრეტი და განახლებადი ენერგია ჩატუმბა ჩემში!... გზადაგზა ისევ და ისევ ყველაფერი მიყვარდა!!!!!! ..გაგიკვირდებათ და.....სულ რაღაც 26 წუთში მოვასწარი ოპტიკის პატარა მაღაზიის შეყვარება, ბანკის , ჩინური მაღაზიის, მოტოციკლის, ტაქსის, რომლის მძღოლი გადმოსულიყო, ძაღლივით ჩაყუნცული, ხმაურით ჭამდა შაურმას , უკანლის ღარი მაცდურად მიეშვირა პროსპექტისთვის...იქვე, ტროტუარზე კი პატარა, შეცვარული კოკა-კოლის ბოთლი დაედგა, ხანდახან აიღებდა, ლუკმებსშუა დაეწაფებოდა და მერე ისევ განაგრძობდა ღეჭვას... თვალები გაყინული ქონდა, თან იმაზე ფიქრობდა გაზი სად ჩაესხა, თან მიშტერებოდა გაჩერებაზე მდგომ ქალს, რომელსაც ანცი სექტემბრის ქარი კაბას უფრიალებდა.....მერე შაურმის ნამუსრევი იქვე დაგდო...ამ დროს შენობის კუთხიდან თვალებგაფართოებული მშიერი კატა გამოიჭრა...შაურმის ნაგლეჯს თვალს არ აცილებდა......კუდს ნერვიულად ათამაშებდა....ეტყობა დიდხანს დარაჯობდა.....აი მიირბინა კიდეც.!.....მაგრამ ბოროტმა ტაქსის მძღოლმა ცარიელი კოკა-კოლას ბოთლი მოუღერა..მერე ბოთლიც იქვე მიაგდო..კატა გაშეშდა...წინა თათი ჰაერში დარჩა აწეული.....ყვითელფორმიანმა მეეზოვემ, რომელსაც უნიფორმაზე დიდი, ცნობილი იეზიდი მხატვრის, ფირ ოსმანის სტილიზებული "მეეზოვე" ეხატა, მოხვეტა ყველაფერი და ფისო მშიერი დარჩა . ....მაგრამ მე მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი სამყაროს მიმართ, მაინც მიყვარდა ეს ყველაფერი! სულმოკლე , ბოროტი ტაქსისტი და მშიერი კატა !!!!
........................................ მერე ავტობუსი მოქროლდა და წამიერი სიგრილე მოჰბერა...თითქმის ცარიელ ავტობუსში ოხვრით ასული მოხუცი ქალი ჯერ დიდხანს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ნეტავ რომელ სკამს მიადგება ეს წყეული მზეო!.... მეწყინა კომპასი რომ არ მქონდა, თორემ ვაჩუქებდი....მერე გამოთვალა ალბათ მარშრუტი, ხალხური მეთოდებით მზის მდებარეობა.....დაჯდა და ბილეთის აღება არც უცდია.... ................................ გავცდი ამ ადგილს, რომელსაც უკვე არანაირი მხატვრული ღირებულება არ ქონდა......ალბათ მხოლოდ დროებითი ემოციური დატვირთვა, წამიერი.....მერე ისევ ავკრიფე კოსმოსური ენერგიით მინიჭებული ზღვრული სიჩქარე...გავქანდი და მორიგი სიყვარულები აღმოვაჩინე! ადგილმდებარეობა უცებ შეიცვალა.....ახალმა საგნეებმა და მოვლენებმა აავსეს ქუჩა აი საყვარელი ლომბარდი, ბადრიჯნის საზიდი ურიკა და ბოლოს ვაგზლის მოედანზე, ბაზართან მისულმა გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.....ეს დაღლილობა არ იყო! სიყვარულის აპოგეა ახლოვდებოდა!...მე ახლა რომეო ვიყავი და ჯულიეტას ნაზი სუნთქვით გამთბარ საძინებლის სურნელი ვიგრძენი......თითქოს ჯულიეტას ხვრენაც მესმოდა, მოგუდული და ასე საყვარელი ხმა ....გულს რომ აჩქროლებს......რომ გაგრძნობინებს...აი, ამისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლეო, იტყვი და მარად ბედნიერი ხარ......... გარესამყარო გაბაცდა , მერე ჩამობნელდა... ვერაფერს ვხედავდი.....ზომბივით მივაბიჯებდი...ირანული წარმოების ბოტასები გახურებულ ასფალტზე საზარლად ჭრიალებდნენ და შუაზე გადახსნით მემუქრებოდნენ...მე კი მაინც მივქროდი.......მივქროდი...სანამ რაღაცას არ დავეჯახე...აჰ!! ეს ხომ მორიგი ტრფობის ობიექტია! ღმერთო ჩემო!! თევზი !!! თევზები!..
............................................ თევზები ზანტად დასრიალებდენენ აქვარიუმის სტილის პროვოცირებულ ორგმინის უზში...წარწერა აუზზე ხომ უაღრესად ზუსტი და ცინიკური იყო!!!...ცოცხალი თევზი! თუმცა , მეგობრებო, განა სიცოცხლე ერქვა ამას , მღვრიე წყალში გამომწყვდეულ თევზისთვის??? ეს ხომ სიცოცხლე არ იყო! ეს იყო მუდმივი ლოდინი გელიოტინისა .... უბადრუკ ადამიანს კი ეგონა რომ თუ მას უბრალოდ წყალში მოათავსებდა ეს იქნებოდა თევზისთვის მთელი სამყარო!.....ბედნიერება!....ოოო რა მწარედ შესცდა მოაზროვნე ადამიანი!....უბედური თევზი მქქრალი, ბინძური მინიდან გამვლელთა სილუეტებს აკვირდებოდა და ამ დროს მას ოკეანე ელანდებოდა.....მოკლე სიზმრებში კამკამა წყალს ხედავდა და ფსკერზე დაყრილ ქვირითს, მზის შუქი იქაც აღწევდა და ფსკერი ლიცლიცებდა...ის კი ზანტად ეკიდა წყალში, ლაყუჩებს ამოძრავებდა და სევდიანი თვალები მიეშტერებინა უბრალო, თევზური მომავლისთვის..... სიყვარული მორიგი შეტევა ვიგრძენი......ჯერ ტრადიცულის და კიდევ რაღაცნაირი... ....ტკივილი ზანტად პულსირებდა თავში და არ მტოვებდა..... ეს იყო ალბათ ნამდვილი სიყვარული...ან იქნებ სიცხის ბრალი იყო ეს ხილვები???? მისტიური და განუმეორებელია მთელი სამყაროს სიყვარული !!!!!!
............................................. აგზნებული ვიყავი, წარმოვიდგინე თუ როგორ იყიდა ეს თევზი ვიღაცა საქონელმა , წაუღო ამაყად ასეთივე საქონელ მეუღლეს, მერე მთელი ეს საქონლების ჯოგი საღამოს სუფრასთან შეიკრიბა, ოჯახის უფროსი თვალმინაბული ელოდა მაიონეზის რეკლამის დამთავრებას ტელევიზორში და აბოყინებდა ...მდედრი საქონელი ამ დროს სამზარეულოში ჯერ კიდევ ცოცხალ თევზს ჭრიდა!....მერე გამოშიგნა...თევზი ისევ შეირხა..კუდი უკანასკნელად გაატყლაშუნა...მდედრმა საქონელმა მხიარულად გაიცინა და სველი შუბლი მოიწმინდა..მერე ჩვეული მოძრაობით თევზი დაანაკუწა ,უზარმაზარ , აშიშხინებულ ტაფაზე დააგდო! თევზური ჯოჯოხეთი გააქტიურდა....ცოტაც და სამზარეულოდან მაცდური სუნი გამოიჭრა! პატარა საქონლებმა ჩანგლებით თამაშს თავი ანებეს და გაშეშდნენ...ნერწყვი გადაყლაპეს...ერთმანეთს გადახედეს....ოჯახის უფროსიც მოსწყდა ტელევიზორს და მზერა ზანტად გადმოიტანა ცარიელ სუფრაზე....აი, ახლა იბღავლებს .....სად ხარ ქალო!...აღარ შეიწვა ეს დედამოტყნული????.....და მოდის საქონელი , ეგრეთ წოდებული დიასახლისი და მოაქვს შებრაწული ჩემი სიყვარული!!!!!!!!!!!!...
ამ სპექტაკლში მხოლოდ ეს სცენა ვერ ავიტანე და ვერ შევიყვარე! ჯერ თავს ვებრძოდი....მერე მივხვდი რომ ----საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს! მერე უკუვაგდე ეს აზრი...ეს ხომ ეგოიზმია??? მერე უკუვაგდე ყველა აზრი რაც ბოლო 10 წელიწადში მომსვლია, შევაჩერე ყველა პროცესი ტვინში და .... ამოვიგმინე ... უკან დავიხიე და მთელი ძალით, თავით (იმ თავით, ყველა პროცესი რომ შეჩერდა . ს.ნ.) დავეჯახე თევზებიან აუზს...მთელ ტანში უცნაური, დაბალი ვიბრაცია ვიგრძენი.... მზე ჩაქრა. (ამას ვერ ვადასტურებ , ს.ნ .)
......................................... საავადმყოფოში განვიხიბლე ......ემოციებისაგან დაცლილს მკაცრსახიანი მედდა გამომეცხადა.. მოკლე ხალათი თითქოს შიშველ ტანზე შემოეცვა, მრგვალი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა...მარცხენა ხელში შპრიცი ეჭირა, დაასო ფლაკონზე, გამოწურა და მარჯვენაში გადაიტანა! ................................................. აი, ესაა ალბათ ჩემი ბოლო სიყვარული! გავიფიქრე , რომ მომიახლოვდა, შევეცადე ნაზად ხელი წამევლო მისთვის, მეთქვა......მომეყოლა ეს ყველაფერი....მერე წყნარად და მელოდიურად მეკითხა ისა...ძვირფასო....თევზები ხომ გადარჩნენ????...ხომ კარგად არიან? მეე?...მე ჯანდაბას.... მადლობა ღმერთს...სულ ცოტაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის , ახლა გაუღეთ გალია და გაუშვით!..დაე გაფრინდნენ იქ, სადაც ზღვის სურნელია...ტალღების ხმა.....თავისუფლება ...მათი სამყარო.......რაო? გაუშვით, თავად მიაგნებენ......გაშლიან ლაყუჩებს და გაფრინდებიან.....გაფრინდებიან...რას მელაპარაკებიიი??? რატომ არ გინდათ გაუშვათ??? აჰაა..ასეა საქმე? მე??? გავგიჟდი? ასე ფიქრობთ???? თევზი არ დაფრინავს?.....ხო...აბა შენ ხომ დაფრინავ , ბოროტო, უფრთო ანგელოზო!!!!!!.....რუდიმენტული ფრთებიც რომ არ დაგიტოვა ევოლუციამ....ახია შენზე!.... მორჩა! მაშინ აღარ მიყვარხართ! არააა!! მეზიზღებით!!! ..მარტო თქვენ არა!!!!!.....მომინდომა.....ყველანი მეზიზღებით!...დიახ!....საზღვრის იქითაც! ..მაინც რატომ ხართ ასეთები???? რატომაა სამყარო ასეთი დამპალი და შეუბრალებელი????რატომ? რატომ?... რატომ.....????....
ს.ნ.2016
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჯულიეტას ხვრინვა რომ არა, ყველაფერი უზადო იყო. უნდა დატოვო რაღაც ხელშეუხებელი. აუცილებელია. 5.
ჯულიეტას ხვრინვა რომ არა, ყველაფერი უზადო იყო. უნდა დატოვო რაღაც ხელშეუხებელი. აუცილებელია. 5.
1. ყველა "შეყვარებულის" ჩამონათვალიდან მხოლოდ პსპ არის დაკონკრეტებული :))
დანარჩენი ზოგადი შეყვარებულებია
(შე)-ფარული რეკლამაა პსპ-სი :)))
წარმატებები ნეველს
ყველა "შეყვარებულის" ჩამონათვალიდან მხოლოდ პსპ არის დაკონკრეტებული :))
დანარჩენი ზოგადი შეყვარებულებია
(შე)-ფარული რეკლამაა პსპ-სი :)))
წარმატებები ნეველს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|