ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2016


ნათია

თუ ოცნებაშიც მწყალობს უფალი,
ისევ შევხვდები რწმენით განთიადს.
თუმც ვარ რიგითი ჭირისუფალი,
ჩემი სიცოცხლეც ისევ ანთია.

მე ნუგეშად მყავს ერთი ასული -
სუნთქვა... ჰაერი... ათინათია.
მოდის რწმენით და სუფთა წარსულით,
ჰო, ასეთია ნათი... ნათია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები