ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2016


წერილი ხვარამზეს ვაჟიკასაგან

(წვიმდა. ვაჟიკამ ხვარამზეს ეზოსთან ცხენით ჩაიარა. ხვარამზემ შემოღობა მისი ცხენის ნაფეხურები)

ძარღვში    ჩამამდის  ხვარამზევ,
    შენი  თოლების  ტბანია,
  ბეჩავ,  კაწალხევს,  ირემს  ვსდევ,                     
ქარაფში    ჩამიტანია,
შენთვის, სიკვდილსაც შავებმი,   
ვფიცავარ ,  ჯვარსა  ხახმატის,
მზეთუნახავო    დევების,
ხარ,  ჩემ  ნეკნს  გადასახატი.
სულზე  შვლის  ქათიბ  გაცვია,
ტანი  გაქვ  ავაზისაო,
დაგაქვ  სიტურფე ,  რაც  კია,
თვალებზე  შურთხ  გაზისაო,
ვარდის  ყოილი,  ძუძუ-მკერდს,
აზღუდად    შემოგფენია,
გადავალ,  დიდოს,  ძურძუკეთს
მაინც,  ერთი  გვყავ  მტერია.
სჯობავს,  წამერთოს  იმედი,
თუმცა, მქონია,  არც  როდი,
ღმერთთან ,  რაც,  ახლო  მივედი,
შენ,  მამრე, უფრო, დაგშორდი .
ლურჯაის  ნაფლოქვარების ,
ჟამმა    წალეკა    ღობეო,
ლექსაის  მაწვიმს  ღვარები,
  ლერწმებით    შემოვქობეო.
მაღლით,    აჰყევი  თეთრ  ნისლსა,
ღმერთამდე  აგიყვანაო,
არც,    ჩემი  ხარ  და  არც,    ქმრისა,
შენ ,    ლექსაის    ხარ,  ქალაუ.                                                             

სად,  გალობები  ისმიან,
სად,    ზენამ  დაგიფარაო,
იქ,  შენი  საბრძანისია,
ფხოველთა    დედუფალაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები