ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2016


***

ნიავმა გადაუქროლა
სამშობლოს მიძინებულსა
იქნება ღმერთმა უშველოს
სულ,მუდამ გაჭირვებულსა
იქნება გახდეს მღვიძარე
სული იბრუნოს ჩვენკენა
ნუ იყოს მტერს დაუჩოქოს
ან გადავიდეს მტრისკენა
ან ვეღარ ვნახოთ ოდესმე
სასურველ-სანატრელია
ვინც კი მორჩილობს მის სიკვდილს
ის ჯვარზე გასაკრელია

*****************
სამშობლოს მიწის მტერი
სულ თანდათან მრავლდებოდა
არსებობა სამშობლოსი
უფრო მალე მთავრდებოდა
არ მეგონა ჩვენი წაშლა
თუ ოდესმე მოხდებოდა
ზედ დასმული ქვეყნის დაღი
მეგონა,რომ მორჩებოდა
მე იმედი გადარჩენის
ის სულ უფრო მშორდებოდა
ქვეყნად რაღა დამრჩენოდა
თუ იმედი მოკვდებოდა
სიკეთე და ბოროტება
ერთ ხაზზე,რომ ირწეოდა
დასასრულის ჟამს სიკეთე
უფრო მაღლა იწეოდა

***************
ვინღა აპირებს სამშობლოს ვნებას
ვინ გადაუდგა გზად უფლის ნებას
პატივს ვინ ეძებს უცხო მხარეში
ტყვიას ვინ ესვრის მკერდის არეში
დასაღუპად ვინ გაწიროს ერი
დიდებისთვის შეირიგოს მტერი
ის იქნებოდა კარგი ყველაზე
ერთად გვეფიქრა ქვეყნის შველაზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები