ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2016


ცხოვრებისეული ლაბირინთი

სამყარო იმდენად დიდია და  სრულად შეუმეცნებელი ,კიდევ საუკუნეები დასჭირდება მისი ჭეშმარიტების შესწავლას და მაშინ როდესაც ჭეშმარიტებას ახსნა არა აქვს და ის მხოლოდ ჭეშმარიტებაა და ზოგჯერ გამკრთალი სხივივით მანათობელი,არაფერია იმაზე მამოძრავებელი ძალა როგორც ინტერესი.ინტერესი რომელიც თუ დოდადრო არ გამოკვებე კვდება და რა არის უკუნი თუ არა სიბნელე ? სადაც უჟანგბადო სივრცის ხუთვა უგონოდ გგუდავს.
                  სამყაროში არსებული პატარა სამყაროები ხომ სასწაულის მადლით შობილან.სადაც უფრო მეტი მადლმოსილია ცოდვა რომელიც იღებს კეთილშობილ სახეს სადაც ბედნიერების შეგრძნებას ხშირად ისევ ახალი სამყარო გამოაქვს. არა... ღმერთი თუ დიდია და  ჩვენი გულები მისი სამკვიდროა,პატარაა გული იმისათვის რომ ღმერთი დაიტიოს და ისე იყოს ხილული როგორიც ის არის... ის აუცილებლად დაიწყებს გადმოდინებას ჩვენი გულებიდან. :) სიყვარულის სახად რა თქმა უნდა მაგრამ სიყვარული ყოველთვის იძენს კონკრეტულ სახეს.ღმერთს კი ამ სამყაროში კონკრეტული სახე არ გააჩნია.ის ან ყველაფერშია და ან არაფერში.ამბობენ რომ ღმერთი ადამიანის სახით ხდება კონკრეტული რადგან ადამიანი თავის სახედ შექმნა და მაინც,მან აბრამს მსხვერპლად შვილი სთხოვა.თუ ღმერთმა ადამინი მისი სახის მსგავსად შექმნა,რატომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი მისდამი უფრო მეტი სიყვარული ვიდრე აბრამის სიყვარული შვილისადმი?
  გზა რომელიც ღვთისმიერაა გაშლილი, ისევ ღმერთის გამოსაცდელია?? :) ადამიანებს არა აქვთ თავისუფალი ნება,ისინი მუდამ მორჩილებაში არიან და რაოდენიცა იკარგება მორჩილება შენი, მაშინვე იწყება სამსჯავრო.თავისუფანი ვართ აკრძალულ თავისუფლებაში და გვიჭირს ამის აღიარება იმიტომ რომ მოშიშნი ვართ ღვთისა. ღმერთს ძალიან მკაცრად სათნო და საშიში სახე აქვს.
არაფერია ცხოვრება თუ არა ლაბირინთი. დიდია ღმერთი და იგი ადამიანში იღვრება მაგრამ, ადამიანია სუსტი ღმერთში.ის მასში ეცემა და ხელახლა იწყებს აღდგომას. <3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები