ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2016


ბოლო ზარი!

(ეძღვნება მამიდა ნაზის!)

"ადამიანები ამოუცნობი არსებები ვართ, ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივდივართ? რა გვსურს ამ ცხოვრებისგან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გვიჭირს, თუმცა ყველა ჩვენგანი ვცოცხლობთ და ზოგჯერ საკუთარ ადგილსაც ვერ ვპოულობთ ამ ცოდვილ სამყაროში...მე მალე 80 წელი შემისრულდება... მოვხუცდი.... ხო მე მოვხუცდი, მაგრამ გული ისევ ისე მიცემს ,როგორც 20 წლის ასაკში ან უფრო ადრე..... ვიცი ძნელია დაინახო მოხუცი და წარმოიდგინო როგორი შეიძლება ყოფილიყო ის ახალგაზრდობაში, თქვენც გიჭირთ ჩემი აღქმა და ამიტომ წერის დაწყება მიჭირს, დღეს ისევე ვნერვიულობ როგორც 60 წლის წინ ვნერვიულობდი როდესაც პირველად შევედი გაკვეთილზე.... ღმერთო რა ბედნიერი დღე იყო, ეხლაც მახსოვს ის გაკვეთილი, ის შეცდომები და აღმოჩენები რომელიც იმ დღეს შევიგრძენი.... მასწავლებლობა ეს მთელი ხელოვნებააა, ეს სითბო და სიყვარულია, ეს ნიჭია, გიყვარდეს, ეხმარებოდე და აფასებდე უანგაროდ.... ეს ძალაა რომელიც შეგაძლებინებს გაუგო დიდსაც და პატარასაც.... გიყვარდეს და სიყვარული ასწავლო....- მე ამ ნიჭის მატარებელი ვიყავი და ამიტომ ვამაყობ ჩემი განვლილი გზით......- და ეხლა მივდივარ სკოლიდან რათა გზა დავუთმო მომავალ თაობას, ალბათ გაბრაზებით აღნიშნავთ:" მოხუცო- განა ამდეხანს იყო შენი ადგილი სკოლაში? რატომ ადრე არ დაუთმე ახალგაზრდებს ასპარეზი?" თქვენ მართალიხართ და თქვენთან შემოდავებას არც ვაპირებ, მაგრამ შემეშინდა.... ხო წასვლის შემეშინდა.... რადგან კარგად ვიცი ამ კარს გავიხურავ თუ არა ყველა დამივიწყებს, აღარავის ვემახსოვრები..... გაგახსენდებით ნახვისას მხოლოდ მე კი მინდა გაგახსენდეთ და ჩემს სანახავათ მოხვიდეთ  .ამ კარის გახურვის შემდეგ ბევრი სტუმარი ვნახო ჩემს პატარა სახლში ..... ვერავის ვერაფერს მოვთხოვ..... ისე შევიყვარე ჩემი საქმე და სხვისი შვილები რომ, საკუთარი ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია და აი შედეგიც.... დღეს სამსახურს ვტოვებ და ჩემი ცხოვრებაც სრულდება.... ყველასათვის უცხო და გამოუსადეგარი ვხდები..... მშვიდობით ჩემო მშობლიურო სკოლა  72 წელი შენს კედლებთან მაკავშირებს და რა გასაკვირია განშორება რომ მიჭირს...... ახალგაზრდები ამას ვერ გამიგებენ, მაგრამ შენ ხომ გესმის....შენს კედლებში ვისწავლე წერა კითხვა და შემდეგ სხვებს ვასწავლიდი..
უანგაროდ მიყვარდა ყველა.... არასოდეს არავისაგან ამიღია საჩუქარი... აი წერილები და მისალოცი ბარათებით კი დღესაც სავსე მაქვს უჯრა. მიყვარს და ვეფერები თითოეულ მადგანს... ისინი გამახსენებენ იმ ლამაზ წლებს რომელიც სკოლასთან მაკავშირებდა, განა ცოტაა 60 წელი? 60 წელი მასწავლებლად და მერე უცებ სკუპ სახლში...... პატივისცემა, დაფასება, სიყვარული და შემდეგ მარტოობა, უიმედობა და შეგრძნება რომ არავის ჭირდები......აი ამის მეშინოდა და დადგა ეს დღეც!.... არ მინდა თვალცრემლიანი დაგამახსოვრდეთ.... არ გემშვიდობებით!.... მშვიდობით ვტოვებ აჟრიამულებულ სკოლას და მივდივარ სიწყნარეში..!...... სიკეთე და ბედნიერება დამეტოვოს აქ!...-ნაზიმ წერილი განცხადებსთან ერთად დირექტორის მაგიდაზე დადო და სამასწავლებლოს კარი გაიხურა...... ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას მარტოობისაკენ ...
@@@
9 სთ შესრულდა.გაკვეთილი დაიწყო.... ნაზი კი არ ჩანდა....
ნაზი მასწავლებელს რატომ დააგვიანდა?
-რა მოხდა?
-ხომ კარგად არის?
მოიკითხეს მასწავლებლებმა
მერე ვიღაცამ დირექტორის მაგიდაზე წერილი და განცხადება იპოვა, წაიკითხეს, ცრემლები წამოუვიდათ... ნაზის წერილი და ნაბიჯი შეაფასეს, ზოგს შეეცოდა, ზოგმა თანაგრძნობა გამოხატა, ზოგმა ირონიით აღნიშნა:
-როგორც იქნა მიხვდა წასვლას! თუმცა ერთ რამეზე შეთანხმდნენ ნაზი კარგი პედაგოგი იყო, მისი შეცვლა და მის ჯგუფში შესვლა ყველას გაუჭირდებოდა.... პატარები დაფეთებული თვალებით შეხვდნენ ახალ პედაგოგს და ცრემლები წამოუვიდათ როდესაც გაიგეს რომ ნაზი მასწავლებელი აღარ ასწავლიდათ!
ყოველ დღე თითო მნახველი მაინც ყავდა ნაზი მასწავლებელს, მაგრამ როგორც ყველაფერი ცხოვრებაში ესეც დროებითი იყო.. გაივლის კიდევ ხუთი წელი და ის ყველას დაავიწყდება..... და დარჩებიან ორნი პატარა სახლის მყუდრო კედლებში ის და მოლოდინი.....  რისი ან ვისი მოლოდინი ძნელი გასაგებია.... ნათესავის, მეზობლის, მოსწავლის, კოლეგა მასწავლებლის თუ უბრალოდ სიკვდილის!....
@@@
დღეს 17 ივნისია "ბოლო ზარი" დაირეკა საქართველოს ყველა სკოლაში.... სკოლის ეზო მხიარულებას და სიხარულს მოუცავს......  ბედიერებაა ირგვლივ გამეფებული..... ნაზი მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი ამთავრებს.
ნაზი უკვე ხუთი წელია ამ დღეს ელოდება.... რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო მზადება.... დღეს კი დილით ადრე ადგა, ხელ-პირი დაიბანა... გარდეროფიდან მოძველებური მაგრამ მისთვის საყვარელი კაბა ჩამოხსნა.... სუსტად იყო მაგრამ მაინც სვენებ-სვენებით ჩაიცვა.... მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გადმოიღო, მთელი ცხოვრება მაღებით დადიოდა და დღესაც შეძლებდა მასზე გავლას... უბრალო დღე ხომ არაა- მისი უკანასკნელი მოსწავლეები ამთავრებენ სკოლას.... შეძლებს და გაივლის იმ ბავშვების ხათრით წლებისწინ თვალებში რომ შეციცინებდნენ...სარკეში ჩაიხედა წარბები შეისწორა, ჩანთიდან პომადა ამოიღო და წაისვა....(წითელი პომადა მისი სუსტი წერტილი იყო)..
-მე უკვე მზად ვარ!_ ჩაილაპარაკა თავისთვის და მდივანზე ჩამოჯდა.....-აბა ჩემ ბავშვებს ხომ არ ვალოდინებ!...

ამაოდ ელოდა ნაზი მასწავლებელი რომ მის უკანასკნელ მოსწავლეებს გაახსენდებოდათ და დაპატიჯებდნენ "ბოლო ზარზე"......
იჯდა და ელოდა.... ახალგაზრდები კი მხიარულობდნენ. არც გახსენებიათ ან იქნებ არც სურდათ მათ გვერდით 86 წლის მოხუცი ყოფილიყო. დაავიწყდათ რომ ოდესმე თვითონაც მოხუცდებიან...
დაღამდა ნაზი კი ისევ ელოდა... ელოდა... ელოდა.... ის თავის მოსწავლეებს ელოდა, უცებ კი მოულოდნელმა სტუმარმა მოაკითხა და წაიყვანა....
ძნელი სათქმელია რას ფიქრობდა უკანასკნელ წუთს მოხუცი მასწავლებელი,წუთს  სანამ თვალებს სამუდამოდ დახუჭავდა....
@@@

მდუმარე ჩუმი პროცესია მიაცილებდა მის ცხედარს!.... მიაცილებდნენ ჩუმად და უსიტყვოდ...... არც ქვითინი  არც კივილი და არც უბრალო გადალაპარაკება, ... არაფერი არ ისმოდა.....  მხოლოდ სწრაფი ნაბიჯების ხმას გაიგებდით.....ყვავილებსაც კი ვერ მოკრავდით თვალს..... სურათი რომელიც პროცესის წინ მიუძღოდა წლების წინ თვითო გაედიდებია და ჩარჩოში ჩაუსვამს ხუთი -ექვსი ადამიანი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სკოლის ეზოს ჩაუარეს და სასაფლაოს გზას გაუყვნენ...
მის კუბოსთან ერთი გამოსამშვიდობებელი სიტყვა არავის უთქვამს.
კაკუნი..... კაკუნი... კაკუნი... კაკუნი....
მხოლოდ ერთი თხოვნა შეუსრულეს:- იქაც მარტო რომ არ ვიყო დედის საფლავში ჩამასვენეთო -დაუბარებია მეზობლისათვის.
დაიხარნენ... უკანასკნელი მიწა მიაყარეს და მობრუნდნენ....
სკოლის ზარი აწკრიალდა......
დიდხანს და შეუწყვეტლივ რეკდა....
სოფელი ზარის გაბმულმა ხმამ შეაწუხა....
- რა მოხდა?- კითხულობდა ყველა....
სკოლა დაკეტილია....
მაშინ რატომ ისმის გამაყრუებელი ზარის რეკვა სკოლიდან?...
-ჩემრთველი გაფუჭდა.- აღნიშნა ვიღაცამ....
სირცხვილი თქვენი სოფელო, სირცხვილი, 86 წლის პედაგოგი მიაბარეთ მიწას და მისთვის ზარის დარეკვაც დაგენანათ.....
ვერც კი მიხვდით რატომ რეკდა ზარი.....
ზარს შერცხვა და თვითონ დაირეკა!.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები