ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2016


დროის მარწუხები

ზოგჯერ უენო,უგერგილო მიწასაც ვგავარ
დროის მარწუხებს შელევია კაცთსამყოფელი
სადღაც ორწოხის მიყრუებულ ჩირგვებში ვდგავარ
და ღმერთმა იცის ქვეყანაზე ვის რა მოელის

ზოგჯერ სალამურს ავაჟღერებ ნოტების ხმაზე
გათოშილ ბგერებს ავაყოლებ მუსიკის ჰანგებს
ვაგლახ, ცხოვრებას ვებჯინები ცელივით ტარზე
ვიზეპირებდი მზის ამოსვლას თითქოსდა განგებ

იტყვი ცხოვრება გაფრენილა ჩიტივით მხდალი
და სააქაოს შერჩენია სიკეთე ყველა
სიცოცხლე ღირდა ქვეყანაზე,ვერ იტყვი მკვდარი
მხოლოდ ცოცხლებში თუ იპოვი მოძმეს და მხევალს

დრომ ამოშანთა კაცის გული, ყოველგვარ იჭვის
მიწამ ჩაყლაპა წუთისოფლის ყველა საკლავი
ზეცას შეხედავ დამუნჯებულს და ისე იტყვი
კაცი იშვა და კაცი მოკვდა, ცაში ვარსკვლავი

ზოგჯერ უენო,უგერგილო მიწასაც ვგავარ
დროის მარწუხებს შელევია კაცთსამყოფელი
სადღაც ორწოხის მიყრუებულ ჩირგვებში ვდგავარ
და ღმერთმა იცის ქვეყანაზე ვის რა მოელის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები