ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2016


უბრალო, კეთილი ადამიანები

    ისტორია, რომელიც მინდა, რომ გიამბოთ სულ რაღაც ერთი წლის უკან მოხდა და ერთგვარი გარდატეხაც კი მოახდინა ჩემში. ეს ერთ მასწვალებელ ქალბატონზეა რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში გადმოიყვანეს ჩვენს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად და წლის დასაწყისშივე დამამთავრებელი კლასიც ჩააბარეს, სადაც იმ მეამბოხე ახალგაზრდების დიდ ჯაჭვს მეც წარმოვადგენდი. მე ლევანი ვარ და ეს ამბავიც სწორედ ჩემს დამრიგებელზეა ქალბატონ, ელენეზე. ყველაფერი კი მოხდა შემდეგნაირად როგორც ხდება ხოლმე. მაშინ ვერც კი ვსაზღვრავდით იმას, რომ ვიყავით დამამთავრებელი კლასი და ჩვენი სრული ენერგიის ჩართულობა იყო საჭირო სწავლა-განათლებაში, რადგან მთავარი გამოცდები არც თუ ისე შორს იყო, რასაც ჩვენი მომავლის შეცვლა შეეძლო, უფრო სწორად კი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი მომავალი. ახლა მეცინება კიდეც თუ როგორ ვიქცეოდით ყველანი მაშინ და არც კი ვიცოდით თუ რაში დაგვეხარჯა ეს ენერგია. ქალბატონი, ელენეს მოსვლამდე კი შევძელით და სახელიც მოვიხვეჭეთ როგორც ყველაზე დაოუმორჩილებელი კლასი. სხვათაშორის, სწორედ გაბრაზებულმა მასწავლებლებმა შეგვარქვეს ათასგავრი სახელი, რომლებიც განადგურებული ნერვებითა და აკანკალებულები, ჟურნალით ხელში ტოვებდნენ ჩვენს კლასს. "აუღებელი ციხე-სიმაგრე" "მაკედონელთა არმია" "პალატა 412" და სხვა კიდევ მრავალი სახელით მოგვიხსენიებდნენ ხოლმე დირექტორთან რომელიც ჩვენს მშობლებს უკვე ახლობლების მოკითხვით ხვდებოდა ხოლმე და ლამის იყო პირად პრობლემეზეც გადაეშალათ გული ერთმანეთისთვის. დიახ! სწორედ ასეთი სიხშირით დადიოდნენ  მშობლები სკოლაში, ჩვენი დაუსრულებელი თავხედობებისდა გამო. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის ჩვენს კლასში შემოვიდა. მახსოვს იმ დღეს მისთვის ყურადღება არც ერთ მათგანს მიგვიქცევია, რადგან საკლასო ოთახში სრული ქაოსი იყო და ისიც რამოდენიმე წუთს ასე მდუმარედ განაგრძობდა ჩვენს ყურებას. დაუსრულებელი ხმაური სწორედ მისმა მკაცრმა ხმამ დაარღვია.
- მოკლედ - და მთლიანი ყურადღება მისკენ გადავიტანეთ - პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და დასაწყისისთვის მოდით ერთმანეთს გავეცნოთ. მე ელენე ვარ, თქვენი ახალი დამრიგებელი და...
- და რიგით მეექვსე - წამოიყვირა ისაკაძემ რასაც დანარჩენების სიცილიც მოჰყვა. ამაში კი კლასის "ყოჩი" ნამდვილად არ ცდებოდა. ბოლო რამოდენიმე წელიწადში არაერთი პედაგოგი თუ დამრიგებელი შევიცვალეთ და მასაც იგივე მომავალს ვუწინასწარმეტყველებდით შემოსვლის დღიდან. ნიძლავსაც კი ვდებდით, ხოლმე ერთმანეთში თუ რამდენ ხანს გასტანდა ახალი პედაგოგი სადამრიგებლოში.
- და ეს სასაცილოა ?! - რასაც ისევ სიჩუმე მოჰყვა - მე თქვენ ქართული ენა და ლიტერატურა უნდა შეგასწავლოთ და ამავდროულად უნდა დაგეხმაროთ, რომ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ, რადგან წლის ბოლოს თქვენი მომავალი წყდება. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ეს ყველაფერი...
- ანუ ? - გვერდითა მერხიდან ჩაეძია ჩვენი კლასელი.
- ანუ ის, რომ წლის ბოლოს აღარ იყოს შეკითხვები თქვენს მომავალთან დაკავშირებით, რომელიც სასაცილო ნამდვილად არ არის. - ამ სიტყვებზე ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. მან კი განაგრძო - ახლა კი კიდევ ერთი სიახლე. მოულოდნელად ქალბატონმა ელენემ კლასი დატოვა და რამოდენიმე წამის შემდეგ კლასში წლების განმავლობაში ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვულ, გაბრიელთან ერთად შემოვიდა. მახსოვს ასეთი სრული მდუმარება და გაუგებრობა დიდი ხანი არ ღირსებია ჩვენს კლასს. რაზეც დამრიგებელმა:
-ფეხზე არ ადგებით ? - თქვა და მაშინვე წამოვდექით უმეტყველო სახეებით. - გაიცანით ეს, გაბრიელია თქვენი ახალი კლასელი, რომელიც თქვენთან ერთად დაამთავრებს სკოლას.
-ჩვენ მაინც ავდგეთ ფეხზე - გადაუჩურჩულა ცინიკურად ისაკაძემ კლასელ გოგონას, რაც არც იმდენად ხმადაბლა არ უთქვამს, როგორც ეგონა.
-თქვენ! - დამრიგებელმა თავისკენ იხმო. -მოდით...
ისაკაძე დარცხვენილი წამოდგა რადგან თავადაც მიხვდა თუ რაში იყო საქმე, თავ დახრილი მიუხლოვდა მათ და ხმაც კი არ გაუღია. ქალბატონმა ელენემ კი ღრმად ჩაისუნთქა და კლასს გადაავლო თვალი.
-ვატყობ, ბევრი მექნება თქვენთან სასაუბრო რადგან ჯერ ადამიანობა, დისციპლინა, ეთიკა უნდა გასწავლოთ, შემდეგ კი ადამიანებად გაქციოთ. ამას კი არანაირი ცინიზმით არ ვამბობ. თქვენ კიდევ... - კვლავ ისაკაძეს მიუბრუნდა  - თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, შეგიძლიათ კლასი დატოვოთ.
  ხმას ისევ არ იღებდა, ხოლო ამ სიტყვების შემდგომ უჩუმრად გავიდა კლასიდან. სხვათაშორის ეს დღე ძალიან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში თუ როგორ შეძლო ახალმა დამრიგებელმა, ასეთი სიმშვიდით, ჩვენთვისაც ასეთი სიმშვიდე მოეტანა. გაბრიელის გაცნობას ბუნებრივია თან ახლდა ემოციური ფონიც, თუმცა არა... საქმე პედაგოგშიც იყო, რადგან მან ის შეძლო რამოდენიმე წუთში, რაც სხვებმა უბრალოდ ვერ შეძლეს - სიმშვიდე! 

                                                                                                            ***
დღეები - დღეებს მიჰყვებოდა და თითქოს ყველაფერი ერთგვარ კალაპოტშიც ჩადგა. ქალბატონი ელენე ძალისხმევას არ იშურებდა ჩვენი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. აკითხავდა პირადად, ყველა მასწავლებელს და ინტერესდებოდა როგორც ჩვენი ამჟამინდელი დონის, ასევე წინსვლების შესახებ. თავისი გაკვეთილების მიწურლს კი იტოვებდა დროს რათა უკეთ გაგვსაუბრებოდა.  თუ რა პრობლემა იყო მის სადამრიგებლოში, რასაც შემდეგ ყველანი ერთად ვაგვარებდით. რამოდენიმე თვის შემდეგ კი თითოეული მოსწავლის პოტენციალი იცოდა საგნების მიმართ, რაც ეხმარებოდა მათთან ურთიერთობაში. გაკვეთილების გარდა გვესაუბრებოდა არა მხოლოდ ლიტერატურაზე, არამედ ქართულ ხელოვნებასა და ისტორიაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ თითქოს ცდილობდა ყველაფერი ქართული შეგვყვარებოდა რაც კლასში უმთავრეს თემად ითვლებოდა მისი თქმით. კი არ მეჩვენებოდა ნამდვილად ასე იყო. გვეუბნებოდა იმასაც რომ, ქართული შემოქმედება სწორედაც მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, მიჯნურობასა და პატრიოტიზმზე იყო აგებული. ისტორიიდან რომის უძლეველი იმპერიაც მოუყვანია მაგალითისთვის და ამბობდა რომ დაეცა და განადგურდა ისეთი ისტორიის მქონე იმპერია როგორიც იყო რომი, თუმცა არა საქართველო, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია ქვეყანაა და სწორედ ამიტომაც გაუძლო ქართულმა მიწა-წყალმა ამდენ შემოსევებსა და დაპყრობით ომებსო. ის შემორჩა საუკენეების შემდეგაც, ბევრ დიდ ქვეყნებთან შედარებით. ეს კი სწორედ ამ დიდი მადლის დამსახურებააო იტყოდა, ხოლმე. გვასწავლიდა რომ პატივისცემა ეს ყველაზე დიდი ძალაა ერთმანეთის მიმართ და ჩვენს კლასს ეს ყველაზე მეტად უნდა შესძლებოდა. სიყვარულზე და ადამიანობაზეც არა ერთხელ გვისაუბრია და დამიჯერებთ! ამ ხნის განმავლობაში ყველანი სულ განაბულები ვუსმენდით მის მშვიდ და ძალიან ტკბილ ხმას. გვიჩდებოდა კითხვები და არა ერთ რჩევას ვეკითხებოდით მას. სასწავლო პროგრამის და მიუხედავად, დირექტორთან თხოვნის შემდგომ, მოგვიწყო ექსკურსიები სხვა და სხვა მუზეუმბში, თეატრსა თუ დაუვიწყარ ადგილებში. რა დამავიწყებს იმ საოცარ დღეებს. ამის შემდეგ კი ისევ ვუბრუნდებოდით სწავლას ახალი ენერგიითა და სავსე შთაბეჭდილებებით. რაც შეეხება გაბრიელს, დროთა განმავლობაში ისიც შემოვიდა ჩვენთან კონტაქტში და საერთო ჯამში, ძალიან განათლებული და ჩამოყალიბებულიც გამოდგა თავის ასაკთან შედარებით. ინტერესით უდგებოდა ყველა საგანს და თავს არ ზოგავდა უფრო მეტის მისაღწევათ. ვერ ვხვდები როგორ უნდა უწოდო ასეთ ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობების?! მასში დიდ ძალას ვამჩნევდი, მისი მდუმარე სამყაროს მიღმა. ზოგი ერთი მათგანი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ რაც გვიან შევნიშნე. ბევრჯერ ისეც მომხდარა, რომ ჩვენ ფეხბურთის თამაშში გართულებს დაგვვიწყებია, გაბრიელი, რომელიც სკოლის ფანჯრიდან მომღიმარი გვიცქერდა ხოლმე. ისაკაძის ის დაცინვაც არ მავიწყდებოდა და არ მსურდა მსგავსი განმეორებულიყო.  როდესაც ქალბატონი ელენე ადამიანობაზე გვესაუბრებოდა, ვხვდებოდი, რომ ეს გაბრიელის გამო ხდებოდა და იმ დღის გამო, როდესაც ის პირველად შემოიყვანა კლასში. რაც მოხდა კი თავადაც იცით. შუადღით მამა აკითხავდა ხოლმე და ჩვენი დამრიგებლის დახმარებით ნელ-ნელა ეტლით ჩაჰყავდა კიბეებზე. ერთ დღესაც კი ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩვენს სადამრიგებლოში. სწორედ ეს იყო დღე, რომელმაც ნამდვილად დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემში და არა მხოლოდ. 

                                                                                                    ***
-რატომ ლიტერატურა? -გაკვეთილის ბოლოს დაინტერესდა, ჩვენი კლასელი გოგონა.
-მაშინ შენ მითხარი, რა შეიძლება ქართველმა მანდილოსანმა ამაზე უკეთესი რამ ასწავლოს მომავალ თაობას, თუ არა ქართული მწერლობა და საქართველოს ისტორია?!
-ნამდვილად- სასიამოვნოდ გაგვეღიმა ყველას და გასასვლელისკენ გავეშურეთ. ცოტა ხნის შემდეგ როდესაც დამრიგებელიც თვალს მოეფარა ისაკაძემ ყველანი ქიმიის ოთახისკენ გვიხმო და ჩვენც მას გავყევით.
-რა ხდება? - კლასში შესვლის თანავე ვკითხე მას.
-მეც ეგ მაინტერესებს. რა გემართებათ?
მისი გაურკვეველი პასუხისგან დაბნეულებმა ერთმანეთს გადავხედეთ.
-ჩვენ ხომ ყველაზე ხმაურიანი კლასი ვიყავით აღარ გახსოვთ? ვერავინ გვიმორჩილებდა და ახლა...
-ის კარგი ადამიანია და ცდილობს დაგვეხმაროს - თქვა გაბრიელმა.
-შენთვის არ მიკითხავს -ცივად უპასუხა კლასის "ყოჩმა" და ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა - თქვენს თავს შეხედეთ, სწავლა დაიწყეთ და მითუმეტეს შენ, ლევან -გაბრაზებულმა გამომხედა - რომელიც მუდამ აგვიანებდი გაკვეთილებზე და ერთ-ერთ ყველაზე სუსტ და მოუწესრიგებელ მოსწავლედ ითვლებოდი, ახლა...
-პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, ბიჭო -სიტყვა გავაწყვეტინე მას - სკოლას ვამთავრებთ და ეს ქალი გვეხმარება რომ რაღაცას მივაღწიოთ. ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ვერ ხედავ?
-პატარა ბავშვები... - ამ სიტყვებზე გულიანად გადახარხარა და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი უაზროდ მიმოდიოდა აქეთ-იქით.
-ისაკაძე, რა გინდა? -შეუტიეს გოგოებმაც.
-ჩემი "ძველი კლასის" დაბრუნება მინდა. მე მომწონდა ადრე როგორც ვიქცეოდით. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვიყავით?
-ჩვენ ახლაც ერთი გუნდი ვართ.
-კაი რა... -ხელი ჩაიქნია და მის წინ მდგარ სტენდათ შეჩერდა, რომელზეც ქიმიისთვის საჭირო ინვენტარი ელაგა. წამით თვალი გადაგვავლო ყველას და მოულოდნელად ხელის ერთი მოქნევით, შუშის კოლბები ძირს გადმაყორა და დაამსხვრია.
-რას აკეთებ? - მისკენ წავიწიე, რაზედაც ის ხელის ძლიერი აკვრით გამერიდა. 
-უკვე აღარაფერს. -ცინიკურად გეიღიმა და საკლასო ოთახი დატოვა.
-ახლა როგორ მოვიქცეთ? -გადახედეს ბავშვებმა ერთმანეთს.
-აქ რომ დავრჩეთ, ეს ამბავი ელენემდეც მივა და ყველაფერი თავიდან დაიწყება.
-ხო, პრობლემები შეექმნება.
-ისაკაძეს მოუწევს აღიარება -გამომხედა ლიკამ.
-ხომ იცი რომ არ აღიარებს?! მაგას კი მე მივხედავ, ხვალ.
-და ახლა?
-მგონი ჯობია აქედან მალე წავიდეთ... -და მაშინვე უჩუმრად დავტოვეთ საკლასო ოთახი და კიბეებზე დავეშვით. გზად კი მოვილაპარაკეთ, რომ არც არავის ვეტყოდით ამ ყველაფერს და არც ისაკაძის ამ დაუფიქრებელ ნაბიჯზე, გავამხელდით რამეს. სკოლას სულ რამოდენიმე მეტრით ვიყავით გაცდენილები როდესაც...
-გაბრიელი? -წამოიყვირეს გოგოებმა.
-გაბრიელი...- მოულოდნელად თავში გამიელვა რომ ის ქიმიის საკლასო ოთახში დარჩა. -ის იქ არის...

                                                                                                                ***
მეორე დღესაც ყველაფერი ჩვეულებისამებრ დაიწყო. კლასში შესვლისას ერთმანეთს არც კი მივსალმებივართ და ასე გაურკვევლობის ინტერესით ვისხედით მერხებთან. ისაკაძემაც, ვითომ არც არაფერი, ისე შემოაბიჯა ოთახში და დაიკავა თავისი ადგილი. ჩვენდა გასაოცრად არც ელენე ჩანდა, რომელსაც არ ახასიათებდა დაგვიანება და არც გაბრიელი. ისაკაძის არ ვიცი მაგრამ, შიგნიდან საშინელი დანაშაულის გრძნობა მაწუხებდა თუმცა ვერც ვერაფერს ვამბობდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი კლასელებიც ასეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომლებიც ერთმანეთსაც კი ვერ უყურებდნენ თვალებში.  ხანგრძლივი პაუზა, კარების გაღებით გამოწვეულმა ხმაურმა დაარღვია. ზღურბლზე ქალბატონი ელენე და გაბრიელის მამა გამოჩნდნენ რომელიც, ეს უკანასკნელი ბოდიშს უხდიდა მომხდარის გამო და პირდებოდა რომ ყველაფერს თავად აანაზღაურებდა. ამ სიტყვებზე სკამიდან წამოვიჭერი და პირდაპირ ისაკაძეს დავადექი თავს.
-ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ? -სიტყვები ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა, რაზედაც ყველამ ჩვენ გამოგვხედა, მათ შორის დამრიგებელმაც. -ხო და ისე მოიქეცი, როგორც ადრე ვიქცეოდით.
ისაკაძე უკომენტაროდ წამოდგა და ხმა ამოუღებლად დატოვა კლასი. წუთით შევჩერდით, შემდეგ კი ყველანი მას გავჰყევით უკან და პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ დავეშვით.
-აქ რა ხდება? -გვკითხა აღელვებულმა დამრიგებელმა.
-ბოდიშს გიხდით. ეს ჩვენი ბრალია და არა გაბრიელის - უკან მოვტრილდი და დარცხვენილმა გაბრიელის მამას ვუთხარი, შემდეგ კი ბავშვებს შევუერთდი და მივედით კიდეც კაბინეტთან.
-უკაცრავად - ოდნავ ღია კარებში შევიხედეთ და დირექტორმაც ხელის მანევრით თავისთან გვიხმო.
-აბა გისმენთ, ახალგაზრდებო. -თქვა დირეტორმა და თან ცალი თვალით, მის წინ მყოფ გაბრიელს გახედა.
-გაბრიელი არაფერ შუაშია -  წამოიწია ისაკაძე -და არც ჩემი კლასელები. ეს მე დავმსხვრიე ინვენტარი და არა მათ. 
-გაბრიელმა ყველაფერი აღიარა -ღიმილნარევად გვიპასუხა დირექტორმა, რომელიც კარგად ხვდებოდა თუ რაში მდგომარეობდა სინამდვილეში ყველაფერი. -თქვა, რომ ეტლით მიეჯახა გამოსვლისას იმ კარადას, რის შემდეგაც ყველაფერი გადმოცვივდა.
-ეს მე ვიყავი -გაიმორა ისაკაძემ, რომელსაც აშკარა მღელვარება დაეტყო მიდ სიტყვებზე. შემდეგ კი გაბრიელს თვალი ჩაუკრა და დაბლა ხმით გადასჩურჩულა -მაპატიე!
-ნურც გაბრიელს და ნურც ჩვენს დამრიგებელს ნუ გაუბრაზდებით. ამ ყველაფერს თავად მოვაგვარებთ, რადგან, გაბრიელის გარდა ყველანი დამნაშავენი ვართ.
-კეთილი. -წამოდგა დირექტორი. -მაშინ დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ, ოღონდ ამჯერად თქვენი მშობლების გარეშე... -ამ სიტყვების შემდეგ კი მისი კაბინეტიდან გამოვედით, ხოლო უკან ისაკაძე მოგვყვებოდა რომელსაც გაბრიელი მოჰყავდა ეტლით.
-ეს რატომ გააკეთე?
-ჩვენ თუ ერთი გუნდი ვართ, მაშინ აუცილებლად მოხვიდოდით.
-ეს ასეა... -გაეღიმა ისაკაძეს.

                                                                                                                        ***
წინა დღით მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და დაამტკიცა რომ არანაირი ზღვარი და არანაირი შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობდა მასსა და ჩვენს შორის. აი სწორედ ეს იყო ის ადამიანური პატივისცემა რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვასწავლიდა ქალბატონი, ელენე. გაბრიელმა კი ეს შესძლო. მაშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ამ უბრალო ადამიანის მიღმა ბევრად უფრო მეტი იმალებოდა. ჩემთვის სწორედ ეს გახდა ძალიან დიდი მაგალითი თუ როგორ უნდა იყო ადამიანური ადამიანი და თუ როგორ შეუძლია ერთი ადამიანის (პედაგოგის) ენთუზიამზს შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისაკენ. ქალბატონმა ელენემ ეს შესძლო რადგან მას ეს ძალიან სურდა, ჩვენი გაუაზრებელი ქმედებებისდა მიუხედავათ. მან სიყვარული გვასწავლა, მეგობრობა და ახლა უფრო ვიყავით ერთი მთლიანი გუნდი, ვიდრე ადრე. იმ დღეს კლასში დაბრუნებულებს კი ასეთი რამ გვითხრა:
-მე მინდოდა ყველა იმ ადამიანისთვის დამემტკიცებინე, რომ თქვენში დიდი პოტენციალი იმალებოდა, რომლებასაც აღარანაირი იმედი აღარ ჰქონდათ ამის. მე არ ვამართლებ გუშინდელ თქვენს საქციელს, თუმცა მე ვამაყობ დღევანდელი თქვენი ერთიანობისთვის. მერწმუნეთ, თქვენი ეს მეგობრული ჯაჭვი ამ დღის შემდგომ არასდროს აღარ დაირღვევა - ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ ბედნიერი სახეებით და ყურადღება ისევ მისკენ გადავიტანეთ -კარგი ბიჭი ხარ, გაბრიელ...
  ამ სიტყვების შემდეგ ყველანი წამოვედექი და სკოლის მიმდებარედ სტადიონზე გადავწყვიტეთ ჩასვლა, ბუნებრივია გაბრიელთან ერთად, თუმცა გარეთ გასულს გაბრიელის მამა დაგხვდა.
-წასვლის დროა... -უთხრა გაბრიელს.
-იქნებ ცოტა ხნით ჩვენთან დარჩენილიყო, მეგობრები დაბლა ვაპირებთ ჩასვლას. -ვუთხარი მამამის რაზედაც მას გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაგვიკრა. ბოლოს ეტლისკენ დაიხარა რაზედაც:
-თავად ჩავიყვანთ, დაბლა...
-ნამდვილად?-გამოგვხედა მამაკაცმა.
-ჩვენ ხომ მთელი კლასი ვართ, რა პრობლემაა?!-უპასუხა გაბრიელმა და კლასელების დახმარებით ნელ-ნელა ჩავიყვანეთ კიდეც, ეტლით კიბეებზე. ბოლოს გარეთაც გავედით და საოცარი დადებითი ემოციებით სავსენი, შევუდექით თამაშს მასთან ერთად. ნეტავ გენახათ მისი ბედნიერი და სიხარულისგან აღელვებეული თვალები. ღიმილი მის სახეს წუთითაც არ მოშორებია. ჩვენთან ერთად ერთობოდა, თამაშობდა და ბოლოს მგონი ვიმღერეთ კიდეც. ამ დროის განმავლობაში კი მისი მამა და ქალბატონი ელენე ფანჯრიდან გვიცქერდნენ და ტკბებოდნენ ჩვენი ცქერით. მჯერა რომ სწორედ მაშინ ელენე მიხვდა რომ ჩვენ არა მხოლოდ შემდგარ ადამიანებად გვაქცია, რომელთათვის სწავლა ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა ცხოვრებაში, არამედ უბრალო, კეთილ ადამიანებად.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები