ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
26 სექტემბერი, 2016


ფუტკრების წერილი დათვს

ბატონო დათვო, მოგმართავთ თხოვნით,
თანაც პირველად არა, - მესამედ,
მზა-მზარეული თაფლის სანაცვლოდ,
ნედლი ყვავილის წვენს მიეძალეთ.

დალოცვილ ტყეში რა დალევს ყვავილს,
ტკბილი ნექტარი წუწნეთ და წუწნეთ!
კბილის ტკივილი აღარ გაგტანჯავთ,
ზედმეტი წონა არ შეგაწუხებთ.

პატარებზედაც იფიქრეთ ცოტა,
დრუნჩზე მუდამ რომ თაფლი გაცხიათ,
თუ ბავშვებს წვეთიც აღარ შეხვდებათ,
მაშინ ჩვენს შრომას რაღა ფასი აქვს?

ნუ გაგვაწბილებთ, დათვო ბატონო,
ვფიცავართ, ვალში არც ჩვენ დაგრჩებით,
გასულ ახალ წელს, ხომ კარგად გახსოვთ,
უგოზინაყოდ დარჩნენ ბავშვები.

ნუ გაბრაზდებით, ნურც გეწყინებათ,
თქვენ მრისხანება სულაც არ გშვენით,
გპატიებთ, წინა თხოვნის პასუხად
ფიჭა თავზე რომ გადაგვაფშვენით.

თაფლისთვის მტრებად ხომ არ ვიქცევით?
ერთმანეთს ხომ არ გავებუტებით?
ერთ ტყეში ვცხოვრობთ, ბოლოს და ბოლოს.

პატივისცემით,

თქვენი ფუტკრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები