ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2016


წვიმა ესხმება

დამტვერილ ქუჩებს წვიმა ესხმება
უხმოდ, ლიმნისფრად აწვიმს ქარაფებს
ჩაღვენთილ მინებს  ორთქლად ედება
მოვა მოიტანს წამში არაფერს

მერე ატყდება ქუხილი,გრგვინვა
ცაში მოხაზავს ირისის ფერებს
გაიჯახუნებს კარს, ისე წავა
ერთხელ მოსული ერთხელ იწვიმებს

მეორედ მოვა დააწვიმს ქალაქს
დამტვერილ ქუჩებს ,სახლებს კარამდე
იწვიმებს დღესაც,იწვიმებს ხვალაც
შემოდგომიდან შემოდგომამდე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები