ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
24 სექტემბერი, 2016


ქალაქში წვიმს (თბილისური დრამა / თავი II)

                                                                                                ***
                                                                             
                                                                                                      "ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი - აღზრდა." 
                                                                                        კარლ ვებერი.


-ახლა რას აპირებ?
-წარმოდგენა არ მაქვს.
-ჯერ წინ შესარჩევი ქასთინგია და მერე მოხდება მსახიობების შერჩევა. ასე, რომ დრო გაქვს და იქნებ სიტუაციაც დალაგდეს, იქამდე ოჯახში?
-ვნახოთ რა...-ვუთხარი ნიკას.
-არჩილისთვის არაფერი გითქვამს?
-არა ბიჭო, მაგრად მერიდება. კაცი თავს არ ზოგავს, რომ გზაზე დამაყენოს, მე კიდევ ერთ ადგილს "ვტკეპნი".
-კაი რა, გეგა. ადექი და ცალკე დაელაპარაკე, ლაშა რა შუაშია თქვენს თემასთან? მამა-შვილი ხართ და უკეთ გაუგებთ ერთმანეთს.
-ლაშა არაა პრობლემა...
-აბა?!
-თვითონ მამაჩემი ვერ ეგუება ჩემს ამ ნაბიჯს. მეუბნება, რომ ოჯახში საჭირო ვარ და ამიტომ უნდა მივატოვო სწავლაც და ყველაფერიც.
-და რას საქმიანობენ?
-ქალაქ გარეთ, მიწის ნაკვეთი აქვს მამაჩემს. ხეხილს უვლის და თან, ვაზის ძირებიც ჩაუყრია იქვე მახლობლად.
-სულ ეგ არის?
-ახლა ზაფხულში ფოთში უნდათ წასვლა. ლაშას იდეაა, რომ თევზ საჭერი ვიქირავოთო და დამატებითი შემოსავალი იქნება ჩვენთვისო.
-ფოთში?
-ხო.
-შენ ალბათ მოგაბარებენ ამ ნაკვეთს და თვითონ იქით წავლენ, ხომ?
-არ ვიცი თქო, მაგას გეუბნები. მაგაზე არ დავლაპარაკებივარ.
-აცივდა... -თქვა ნიკამ და ხელზე გადაკიდებული მოსაცმელი, მხრებზე მოიხვია.
-გაგაღვიძე ამ შუაღამისას... -თავი უხასიათოდ გავიქნიე და გზა განვაგრძე.
-კაი არ გრცხვენია?! აბა მარტო, რომ გებოდიალა სულ გაგიჟდებოდი ამ ფიქრებისგან.
-მოკლედ, რამეს მოვიფიქრებ.
-არა და თუ რამე გამოგვივიდა ავდგეთ და გავიპაროთ იმ უცხოურ დასში. -გადაიხარხარა ნიკამ და მხარზე ხელი მომხვია.-რამოდენიმე თვე, გაძლებენ ჩვენები რამენაირად  უჩვენოდ.
-გავიპაროთ... -დავეთანხმე მეც. -ახლა კი, წავალ სახლში. იმათ უკვე ეძინებათ.
-ხვალ ხომ მოდიხარ?
-ხო, აბა რას ვიზამ?-ხელი ჩამოვართვი ნიკას და ნელი ნაბიჯებით სახლისკენ გავუყევი, შინ გამთენიისას მივედი. კარი ღია დამხვდა და ოთახისკენ ფეხ აკრეფით დავიძარი, როდესაც შემოსასვლელში მოულოდნელა შუქი აინთო.

-ბავშვობაში სიბნელის, გეშინოდა -გამიღიმა მამამ და მისაღებისკენ გადაინაცვლა.
-მახსოვს ეგ პერიოდი...
-და ის თუ გახსოვს, როგორი აღელვებული შემოდიოდი ხოლმე ჭექა-ქუხილის დროს ჩემს ოთახში?
-ჭექა-ქუხილის ყველა ბავშვს ეშინია -ახლა კი ნამდვილად, ბავშვურად ვიმართლე თავი.
-ეგ მართალია. სანამ წვიმა არ გადაიღებდა, იქამდე არ არსებობდა, რომ დაგეძინა.
-შვილები იცვლებიან ხომ?-ვკითხე მას.
-ისინი იზრდებიან და ასეც უნდა იყოს. მშობლები არ იცვლებიან შვილებთან დამოკიდებულებაში. პირველივე დღიდან ზრუნავენ და უფრთხილდებიან მათ. ამ სიყვარულს კი ვერაფერი მოერევა.
-მე შენ პატივს გცემ  მამა და მიყვარხარ.
-მეც, გეგა. შენ კიდევ დგები და სახლიდან გარბიხარ ისე, რომ სიტყვაც კი ზედ შემატოვე.
-დამნაშავე ვარ. ვიცი, მაგრამ...
-მაგრამ რაა, გეგა?-გაკვირვებული ჩამეძია.
-კარგი. თავად დაიწყე და მაშინ მე გკითხავ. შენ რისი გეშინია მამა?
-შენი დაკარგვის...
-ეგ რა შუაშია, ჩვენს საუბართან?-მხრები ავიჩეჩე მის უჩვეულო პასუხზე.
-მკითხე და მეც გიპასუხე. შენი დაკარგვის მეშინია.
-აჯობებს მე წავალ, დავიძინებ - და ოთახისკენ შევტრიალდი.
-კარგი.
-შენ, არ იძინებ მამა?
-კი, მეც ჩემი ბიჭივით უძილობა მჭირს - ღიმილნარევად მიპასუხა და ჩემთან ერთად დაიძრა საძინებლისკენ.
-მაშინ დილით აღარ გაგაღვიძებ.
-კარგი, მაგრამ ლაშა მაინც შეაღვიძე დილით. სადღაც ყოფილა გასასვლელი.
-კარგი -ვუთხარი მას და ოთახის კარი მშვიდად მივიხურე.

                                                                                                          *** 

  დილით მარტო სიარული ყოველთვის მიყვარდა და სახლიდნაც ვცდილობდი ბევრად ადრე გამოვსულიყავი, რომ თეატრემდე მისასვლელად დრო არ დამკარგვოდა. ცოტა უაზრო ამინდი იყო, უფრო გაუგებარიც, დილით. თან წვიმდა და თან არც, მზეც ასე შეენაცვლებოდა ხოლმე, დანისლულ ამინდს და შემდეგ ისევ სადღაც ქრებოდა. თუმცა ამას განწყობაზე საერთოდ არ უმოქმედია. ხალხსაც, აქა-იქ, თუ დაინახავდი სადმე მიმავალს, თორემ ქალაქი თითქმის ცარიელი იყო იმ დროისთვის. გზად თბილისის ძველი, კოლორიტული უბნების თვალიერებით ვტკბებოდი ხოლმე და ხან და ხან ისე ამრევია გზა და კვალი, რომ ფიქრებიდან მოწყვეტილს ძლივსღა გამიგნია თეატრისკენ მისასვლელი მარშუტი. საღამოობითაც თუ მეგობრები სადმე არ ვაპირებდი წასვლას, მაშინ შინ მისასვლელ გზის ნახევარს, ასე ფეხით გავუყვებოდი ხოლმე. მაშინ კი უნდა ნახოთ ხალხის სიმრავლე თბილისის ქუჩებში და ყველა როგორი გაფაციცებით მიიჩქარის, სადღაც. ზოგი დიპლომატით ხელში, ალბათ საქმიან შეხვედრაზე მიდის, ზოგს შვილი გამოჰყავს სკოლიდან, ზოგი თავსაფარ მოხვეული მიუყვება გზას, რომელიც ტაძრამდე ნამდვილად მიიყვანს, ზოგიც კი ალბათ, მეგობრებთან შესახვედრად. ასე დროის გასაყვან გამოცანებით ვირთობდი თავს და აჰა... თურმე სახლამდეც მოვსულვარ, ან პირიქით თეატრის შესასვლელთან აღმოვჩენილვარ. არ გეგონოთ, რომ არ მიყვარდა მეგობრებთან ერთად სიარული. რა თქმა უნდა მიყვარდა და მიყვარს, თან თუ ეს ადამინი მეტად საინტერესო და კარგი მოსაუბრეა ხომ საერთოდ. თემასაც გააჩნია თუ ისეთი იქნება, რომელიც პირად პრობლემებს არ შეეხება ან მითუმეტეს მათ დავიწყებაში მეხმარება, მაშინ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ.
თეატრამდეც  მცირედი მანძილი მრჩებოდა, როდესაც უკნიდან ისევ ნიკა წამომეწია.
-გეგაა...
-როგორ ხარ?
-დღეს შეკრებაა ხომ იცი დიდ დარბაზში?!
-ისევ ის ინგლისელები არიან?
-ხო. იმ პიესაზე უნდა ისაუბრონ, რაც სეზონისთვის იგეგმება.
-მეგონა გუშინ წავიდნენ...
-არა. ამ ღამით მიემგზავრებიან, მგონი.
-... და შერჩევა?
-ალბათ, ვინმე დარჩება იმათგან და თეატრის ადმინისტრაციასთან ერთად მიხედავენ მაგ საქმეს.
-საინტერესოა.
-ჯერ სად ხარ- გაეღიმა ნიკას, რომელიც ჩემს წინ აღმოჩნდა და მომღიმარი სახით, უკუსვლით დაიწყო სიარული. -"საინტერესო" წინ გელოდება...
-რას მეშაყირები?
-გეუბნები ძმაო, მივალთ და ყველაფერს შენ თვითონ ნახავ.

                                                                                                    *** 
-მოგესალმებით სტუდენტებო !- ჩვენს პირდაპირ, იქაური დასის ხელმძღვანელი: პოლ გარნეტი გამოჩნდა, რომელიც დამტვრეული ქართულით ცდილობდა ჩვენთან მოსალმებას. რომ არა დარბაზში დარიგებული ყურსასმენები და თარჯიმანი, მერწმუნეთ მის ინგლისურსაც კი ვერ გაიგებდით, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა შოტლანდიური ელფერი. საუბრისას ხელების ჟესტიკულაციით ცდილობდა თავის მონათხრობისთვის მეტი დამაჯერებლობა შეემატა და დასაწყისისთვის თეატრის ისტორია მოყვა, რომელიც თურმე ლონდონში მდებარეობდა. რაც შეეხებოდა პიესას, ის სრულიად ახალი შექმნილი ყოფილა და მხოლოდ ჩვენი ჩასვლის შემდგომ დაიწყებოდა მისი "გაცოცხლება" სცენაზე. ნაწარმოები კი ვიღაც 22 წლის ბიჭს ეკუთვნოდა, ამის თქმამ, დარბაზში დიდი გაკვირვება გამოიწვია და არა ერთში, ეჭვიც მის  მხატვრულ ღირებულებაზე. ბატონი პოლი კი, ძალისხმევას არ იშურებდა დამსწრებთა დასარწმუნებლად, რომ საქმე გვქონდა უდაოდ უნიკალურ ნაწარმოებთან, რომელიც ჩვენს უახლესს ისტორიას მოიცავდა და აღწერდა, პირველი მსოფლიო ომის პერიპეტიებს. "ეს იყო ომი, რის შემდეგადაც მნიშვნელოვანწილად განისაზღვრა, თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირება" -ამბობდა ის. "რომ საქართველომ მეტად დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში და წიგნიდან ვიცი ისაც, რომ იმ პერიოდში მოხდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებაც. მართალია ამან სულ რამოდენიმე წელიწადს გასტანა, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა ყველაფერი. წიგნში მოთხრობილია ქართველ გმირებზეც და რამოდენიმე ასეთი ადამიანისგან, შევქმენით კიდეც პერსონაჟები, რომლებიც სწორედ თქვენ უნდა გააცოცხლოთ მეგობრებო. ქართველ ვაჟკაცს ნამდვილად ვერ ითამაშებს, ჩემნაირი შოტლაინდიელი სცენაზე, არა კავკასიური იერით ხომ?" -გადმოგვხედა სტუდენტებს გაოცებული მზერით და უპასუხოდ დატოვებული, კითხვის შემდგომ განაგრძო. 
-"მაშასადამე ჩემი აქ ვიზიტი, სწორედ ამ მშვენიერ პროექტს ემსახურება და გეტყვით იმასაც, რომ როდესაც კოლინსმა (ნაწარმოების ავტორი), ეს წიგნი მომიტანა და გადავიკითხე მივხვდი, რომ ბევრი რამ არ მცოდნია თქვენი ქვეყნის და იმ ქართველი ბიჭების შესახებ. პიესაში ასევე იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის როლი წარმოჩენილი, ასევე მოკავშირე: რუსეთ-საფრანგეთის რგოლიც. ისტორია კი ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭის გარშემო ვითარდება, რომლებსაც იმ ფართო მასშტაბიანმა სამხედრო კონფლიქტმა, ბევრი წინაღობა შეუქმნა პირად ურთიერთობებსა და სიყვარულში.
-არა კავკასიური იერის არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური იერის მინიჭებას ძალიან ჰგავს -გადმოგვჩურჩულა ანდრიამ უკნიდან.
-რა არ მოგწონს?-მიუბრუნდა ნიკა.
-პოლიტიკური თემაა. კაცმა არ იცის ქართველს იქ, რა როლი ერგება.
-რა პოლიტიკა?! ხელოვნებაა და მორჩა.
-კაი, მოუსმინეთ, რას კამათობთ?- შეუტიეს გოგოებმაც, რომელთაც აშკარად ეტყობოდათ დაღლა მათი გადალაპარაკებებისგან.

-ასე რომ... -ბატონი პოლი კი განაგრძობდა საუბარს - ერთის მხრივ ეს იქნება საერთაშორისო პროექტი, რაზედაც ჩემი ქვეყანა მოხარული დარჩება ქართველი ნიჭიერი მსახიობების, აქტიური ჩართულობით. ხელოვნების მხრივ ეს კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მომავალისთვისაც. რეპეტიციის ვადები განისაზღვრება მხოლოდ 1 თვით. შემდეგი თვის დასაწყისისთვის კი, უკვე მზად უნდა ვიყოთ პრემიერისთვის. მოსალოდნელია გასტროლებიც, რათა მხოლოდ ლონდონის თეატრით არ შემოვიფარგლოთ. დავაკვირდებით როგორი ანშლაგით ჩაივლის პერიმიერა და მომდევნო დღეებში რა ინტენსივობით ივლის მაყურებელი. მთავარია იყოს მოთხვონა და ყველაფერი გამოვა... -რასაც დარბაზის მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. -მადლობას ვუხდით ქართული თეატრის წევრებს, რომ ასე აქტიურად ჩაებნენ ჩვენთან ერთად ამ საქმეში. ორივე მხრისთვის ეს დიდი გამოწვევაა. არის რაიმე კითხვები? -დაჟინებული მზერით გადმოგვხედა ყველას.
-როდის იწყება შერჩევა?
-როგორც ვიცი, მომავალ თვეს? -დაბნეულმა პოლმა, თეატრის ხელმძღვანელს გახედა, რაზედაც ის თავის დაკვრით დაეთანხმა.
-თქვენი მხრიდან, ვინმე იქნება ჟიურიში? -ამჯერად ნიკაც ჩაეძია, მას.
-დიახ, კინაღამ დამავიწყდა. ეს იქნება ჩემი მეუღლე :  ქეითი. შერჩვა სულ რამოდენიმე დღეს გასტანს, რადგან მხოლოდ ამ თეატრთან ვთანამშრომლობთ.
-მსახიობების რაოდენობა, პოლ?
-2 მამაკაცი და 1 ქალი დაგვჭირდება. აქედან ერთ-ერთი მამაკაცის როლი არის პირველხარისხოვანი, რაც თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული.
-ანუ მთავარი როლი? -დამსწრებთა შორის, ინტერესმა იმძაფრა.
-დიახ -გაეღიმა პოლს - მთავარ როლში ქართველი იქნება.
დარბაზში ოვაციებმაც იმატა და სწორედ მის ფონზე დაგვემშვიდობნენ უცხოელი სტუმრები, იქ მსხდომთ. ყველაფერი იმდენად ამაღელვებლად ჟღერდა, რომ ვერც ერთი ჩემი კურსელი ვერ იკავებდა ემოციებს. რამოდენიმე ხანს ასეც დავყავით იქ, ერთმანეთის ბედნიერი სახეების ცქერაში. შემდეგ კი ნელ-ნელა ჩვენც გავეშურეთ გასასვლელისკენ. ამ დროს, ნიკამ კიდევ ერთხელ გაახსენა ირონიულად, ანდრიას მისი სიტყვები რაზედაც მას უბრალოდ გაეცინა. ბოლოს ყველანი აუდიტორიებისკენ დავიშალეთ, თუმცა უმრავლესობა დერეფანში იყვნენ აქეთ-იქით საუბარში გართულნი და აქტიურად განიხილავდნენ პოლის გამოსვლას. ზოგს, წინასწარ უკვე  რჩეულებიც "გამოევლინა" მომავალი სეზონისთვის და უდრეკად იცავდა თავის პოზიციებს. ვატყობდი, კამათამდეც შეიძლება მისულიყო მათი ასეთი საუბარი, რადგან ჩვენს თეატრს პირველად მიეცა ასეთი რეალური შანსი საერთაშორისო აღიარებისა და ბუნებრივია კარგად წარმოჩენა, უმთავრესი იყო მათთვის. მე, ნიკამ და ანდრიამ კი, უბრალოდ გარეთ გასვლა ვარჩიეთ, უფრო სწორად კი ,ნიკას იდეა იყო ეს. გარეთ გამოსვლისას კი უცნაურად გაგვიღიმა და შემდეგ ჩემსკენ გადმოიტანა ყურადღება...
-ეს იყო ის "საინტერესო" რამ?
-აზრზე არ ხარ, რაა... -გაეცინა ანდრიას
-რა ხდება?
-მოკლედ, აი იქით ქუჩის კუთხესთან, რომ გოგოა, ხედავ? -უკან მოუხედავად თვალებით მანიშნა, ნიკამ.
-მერე?
-რაღა მერე?! -გულიანად გაეცინა და... -ეს ლანაა და აწი ჩვენს დასში ისწავლის...
-ხოო?
-კი, გეგა კი. შუა წელს აქ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, მაგრამ მთვარია, რომ აქ არის.
-მერე არ გაგვაცნობ?
-ჯერ თვითონ ვერ გავიცანი.
-ლამაზი გოგოა.
-ხო, ძალიან. თან თურმე ხატავს კიდეც.
-ძალიან კარგი.
-მოკლედ, მგონი უნაკლოა რა.
-ლანა...

                                                                                                              ***

ბედისწერა...
ამ ფრაზის არასდროს მჯეროდა. არც თავისი შინაარსითა და არც იდეოლოგიით, რომ თითქოს არსებობს ორი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანი, რომლებიც თუნდაც სამყაროს სხვა და სხვა წერტილზე ცხოვრობდნენ, ოდესმე მაინც შეხვდებიან ერთმანეთს. არც ამის მჯეროდ,ა რომ თუ ადამიანი ტრაგიკულად იღუპებოდა, თუნდაც ეს ახალგაზრდა ყოფილიყო, ეს იმ ბედისწერის გამო მოხდა, რასაც უბრალოდ ვერ გაექცეოდა. შეიძლება მაშინებს კიდეც ამ ყველაფრის გააზრება, რადგან ეს ისევ და ისევ თეატრს ჰგავს, რომელიც წინასწარ დაწერილი სცენარით დადგმულ სპექტაკლს ემსგავსება.გგონია , რომ ყველაფერს თავად განაგებ ცხოვრებაში, დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს და თურმე არა... ეს ბედია და ისედაც ასე მოხდებოდა. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას ჩემთვის?! თუ არც მიცხოვრია და ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდება. მე კიდევ ამ ყველაფრის აღქმა და გააზრება არ შემიძლია და ყოველივე ბუნებრივად მეჩვენება. თურმე ბედისწერას გადაუწყევტია ყველაფერი ჩემს დაბადებამდე. მგონია, რომ ამით ის ადამიანები იიმედებენ თავს, რომლებიც უკვე დიდი ხანია შეეგუვნენ საკუთარ ხვედრს. ამაზე ხშირად მიფიქრია და ახლაც სახლში უკან დაბრუნებულს, ისევ ეს მიტრიალებდა თავში. თან ვფიქრობდი თუ როგორ დავლაპარაკებოდი მამას და ამეხსნა ის ყველაფერი, რაზეც დღეს, პოლი გვესაუბრა. თეატრში ანაზღაურება მიზერულია და ესეც, რომ იქით იყოს, ეს წარმატება ჩემი კარიერისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. სწორედ ამის შემდეგ ვიმედოვნებდი, რომ რაღაცნაირად შევეხიდებოდი ჩემს ოჯახს და შემდეგ მაინც ირწმუნებდნენ, რომ თეატრი ნამდვილად არ არის, დროის ფუჭი კარგვა ჩემთვის. თუმცა ყველაფერი მარტივად არ ხდება... სახლთან მისულს არჩილი შემომხვდა ქუჩაში, რომელიც აშკარად აღელვებული ჩანდა.
-არჩილ... -გადავეხვიე მას.
-უცებ ვერ შეგნიშნე, გეგა?
-ჩემებთან იყავი?
-კი...
-მამა ნახე?
-გეგა, მოდი სხვა დროს ვისაუბროთ, მაპატიე ახლა მეჩქარება.
-არჩილ -ხელი მკლავში ძლიერად მოვკიდე და წასვლის უფლება არ მივეცი -რაღაც მოხდა, ხო?
-სხვა დროს, გეგა... ძალიან გთხოვ.
-ყველაფერი უთხარი?
-...
-მაინტერესებს. სეზონის შესახებ ყველაფერი უთხარი?
-ახლა რაც არ უნდა გითხრა, აზრი არ აქვს.
-რატომ?
-გეგა, მე არ ვცდებოდი. მამაშენს დრო სჭირდება.
-გავარკვევ, რაც მოხდა -არჩილს, ხელი გავუშვი და სახლისკენ წავედი. რთული გამოსაცნობი არც იყო, რომ მათ საუბარს კარგად არ ჩაუვლია.

                                                                                            ***
-გეგა... -სახლში შესვლის თანავე მომიახლოვდა ლაშა.
-მამა სად არის?
-იქით ოთახში.
ლაშასთვის არაფერი მითქვამს და პირდაპირ მამასკენ გადავინაცვლე, რომელიც, თავისთვის ჩაფიქრებული უხასიათოდ გაზეთს ფურცლავდა.
-არჩილი შემხვდა.
-ესე იგი ყველაფერი გითხრა?!-გაზეთი გვერდზე გადადო და სავარძელზე წამოიწია.
-რა მოხდა?
-აბა ველაპარაკე არჩილსო?!
-გარეთ შემხვდა თქო -ხელით, ფანჯრიდან ქუჩაზე ვანიშნე -არაფერი უთქვამს ისეთ დღეში იყო...
-ნუ აზვიადებ ყველაფერს, გეგა. -ხელის ჩაქნევით წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-აღარ იტყვი, რა მოხდა?




                                                                                                (გაგრძელება იქნება)
















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები