| ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 5 ოქტომბერი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დღეს, მეტროში ბანალურ და ამავე დროს საინტერესო სცენას შევესწარი ...ეს იყო ერთდროულად ვაგონში შემოსული ორი მათხოვარი....სხვადასხვა სტილისა და ასაკისა..ერთი მათგანი, ბოშა გახლდათ, (კლასიკა!!!) პატარა გოგო, მაგრამ თვალებში რომ ეტყობა უკვე მაგარი შენძრეულია, აი ისეთი.......................მეორე კი ჩვენი, ადგილობრივი წარმოების შავოსანი, კავკასიელი მათხოვარი, ჭიქით ხელში... ჯერ ხომ ორივე აყვირდა, თავისებურ დიალექტზე...კომიკურად გადაატრიალეს თვალები, მაგრამ..ოჰ დაუნდობელო კონკურენციავ! უფრო სწორად კი ხმამ.... ჩაჩუმდნენ...ბოროტად გადახედეს ერთმანეთს (ბოშამ უფრო!.... ) მერე გოგონა ღიმილით მიუახლოვდა იმ შავოსანს და ვითომ ეხლა შემთხვევით(მეტროს დაძვრის მომენტი, აჩქარება გამოიყენა )... ფეხი დაადგა, ფაქტიურად კი დაარტყა.... ....... შავოსანი შეხტა, ისე შეხტა რომ მის ჩანთაში მოყუჩებულმა მონეტებმა მისტიური, საზარელი ხმით გაიჩხრიალა!!!...ბოროტ და შენძრეულ , პატარა ბოშა გოგონას სახის გამომეტყველება შეეცვალა ...ის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მხეცის რეაქციით აკვირდებოდა თუ საიდან მოდიოდა ეს უაღრესად ტკბილი ხმა ...მერე შური დასძლია ალბათ....განერიდა, გაშორდა შავოსან კონკურენტს ...ჩამოიარა...ჩვეულად ..... მაგრამ ......უცებ საოცარი რა მოხდა .......! ქართველმა მგზავრებმა, თითქოს უხილავი პულტით იმართებიანო, ზომბირებულებივით ჩაიყვეს ორივე ხელები ჯიბეებში, ჩანთებში, ზოგმა საკრედიტო ბარათიც კი ამოაძვრინა დაბნეული ღიმილით....მერე ჩაუყარეს და ჩაუყარეს ხურდა იმ შავოსანს!!!
...........................
არააა!...მე არ მეგონა რომ ხურდის წკრიალს და მით უმეტეს რაიმე ხმას შეეძლო მძლავრი, რამდენიმე მეგავატიანი ძრავით მართული, გვირაბის ექოთი გაძლიერებული, მეტროს ბორბლების და რელსების ხმის გადაფარვა......ოოჰ.....რა ერთსულოვანნი იყვნენ ქართველნი იმ საღამოს! ბოშა გოგონას ჯინაზე!!!!!!!!!!!!!!!!!..დარწმუნებული ვარ , იმ ვაგონში მყოფმა ყველა მგზავრმა საღამოს სანთელი დაანთო და პირჯვარი გადაიწერა .....( ერთი გამონაკლისი იყო მხოლოდ....ინდოელი სტუდენტი....ის იღიმებოდა (ან ეგეთი სახე ქონდა?) ის ძროხაზე ფიქრობდა, ანუ ღვთისმშობელზე, კრიშნას დედაზე ...ჰარე კრიშნაო, ჰარე რამაო, ჰარე ჰარეო .... ალბათ უსინდისობა იქნება ახლა რომ დოკუმენტურ პროზაში გავაჟღერო მისი აზრი! ეს ხომ მხოლოდ მხატვრულ პროზაშია დაშვებული?????? ....შემდეგი სადგური, გაიღო კარებები და ორივე მათხოვარი გაილალა გარეთ, დიდუბეში...როცა ვაგონი დაიძრა და უძრავი საგნები და არსებები სივრცის იმ კონკრეტულ მომენტში დარჩნენ ( ვაგონში მყოფი დამკვირვებლის თვალით ) მათ ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს .. მე მივხვდი რაღაცას ...თუმცა რას?....ამას არ გეტყვით ! თავად მიხვდით!! განა პატარები ხართ??? მიხვდით !...თუ თავები მხოლოდ იმიტომ გაბიათ რომ როცა წვიმს , მუცელში წყალი არ ჩაგივიდეთ?????????
ს.ნ. 2016
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დასასრული მოულოდნელი იყო დასასრული მოულოდნელი იყო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|