ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2016


***

იანვრის თვეში,მიწურთან ახლოს
ცხენის თქარუნი,სიშორეს ყვლეფდა
იყო უზადო,ვითარცა ტაროსს
გამოსჭვიოდა თვალთაგან ელდა

იანვრის სუსხი ეფინა ხერთვისს
იწვოდა ცა და ქროდა ხორშაკი
მიაჭენებდა ციალი ეგრისს
გადიჯირითა მისხალ გორაკი

განვლო ენგური,მტკვარი,იორი
მოისაკლისა,შეჩერდა ხევში
კავკასიონის ქედები ლურჯი
და მისი თავი ვიცანი ჩემში

მე მაოცებდა მისი შეხედვა
როგორც ზვირთები შენაკადები
და ჭალადიდის ციხოვანება
უნაგირო და  ნატერფალები

*******************

ღამეც გავიდა შემოაცვდა სიცივეც ტანზე
და ქვაფენილზე მარმარილოს ყრია სვეტები
დათარეშობენ მზის სხივები ღია ნაპირზე
მე მაინც ჩუმად, ყოველ ღამე ასე ვბერდები

ასე ილევა ღამის ბინდიც და კოშმარები
მზის სიმხურვალე, თუ გაალღობს გაყინულ გულებს
მე ყოველ ღამე მიმღერიან დითირამბები
და ასე ნაზად,ასე ტკბილად ,რომ მიჩურჩულებს

დაილეწება ყველა სიტყვა,ყველა საგანი
ბინდიც გავა და იტორტმანებს ქარში ვერხვები
ბობოქარ ღელვას ვერ გაუძლებს გული აშარი
მე მაინც ჩუმად ,ყოველ ღამე ასე ვბერდები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები