ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2016


გოგონა გრანელის ქუჩიდან

ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით
ჭადრების  გლოვაა უშენო...
ფოთლების გარეშე დარჩენას
გრანელის ქუჩიდან ვუცქერი
სამძიმარს მეტყვიან?
ცრემლს მაწვევს?
ისევ გამაწვალებს მუზები?
ალბათ იოქტომბრებს უმზეოდ
ქუჩები, ქუჩები, ქუჩები...

ნახატი_ჭადრის ქვეშ გოგონა
(გოგო კი  არაა, ქალია)
გლოვისფერ, გაყინულ კაბაში
თვალები მოგრანელისფერო
ოქტომბერს ჩავყევი რიცრიცით
ჭადრებიც გლოვობენ
უშენოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები