ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2016


უმადურობა

მალე ეს ოქტომბერიც აისრულებს საწადელს,
დასრულდება, მორჩება, თავს დააღწევს კალენდარს.
მე რომ შენ არ გიყვარდე, შენ რომ ჩემი არ გწამდეს,
მეც აქ დავსრულდებოდი, ანდა უფრო მალეც და
ვაი იმ დასრულებას, მე რომ დავსრულდებოდი,
მთელს მადლს გამომაცლიდა პირველივე საზვერე,
მაგრამ ახლა თბილისში ნოემბერი შემოდის
და თავს შემთხვევითობის ალბათობას ვაჯერებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები