ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2016


+++

სიო ანაზებს ველებს მშფოთვარეს
გზას ირეკლავენ ხოდაბუნები
უბრად ჩამესმის ყოველ მთოვარეს
„მე დავბრუნდები,ჰო დავბრუნდები"

სადაც წინაპართ ნასახლარია
ძელქვა,მინდვრები და ნასოფლარი
რომ არ მინახავს საუკუნეა
კურთხეულ მიწა  და  ნაპოხარი

ზეცა მოისხამს წითელ პერანგებს
როგორც ყვავილებს შემოდგომისას
გზად მიმავალი ვინატრებ ზეფირს
და როგორც თოვლის პირველ მოსვლისას

გამიხარდება ხილვა ბუნების
აფხაზეთია სადაც, ჩარგალი
ილაჯშეცვლილი ძველი უბნების
უკიდეგანო როგორც ცარგვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები