ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2016


მე ვნახე ქალი.

მე ვნახე ქალი ვარდებით ხელში.
მე ვნახე ქალი მეტყველი მზერით.
ვიწრო ბილიკითა და ვიწრო გზებით
ხან ისე დაბლა, ხან კიდევ ზევით

და სწორედ მაშინ, ბობოქარ ქარში
ხრამში ან ხევში, ზღვაში თუ წვეთში
მიუყვებოდა უცნობი ქალი
გულზედ მიკრული ვარდებით ხელში.

იკარგებოდა, იფანტებოდა,
ცეცხლად იწვოდა, ზღვად ირეოდა
მე აღარ ვიცი რისი მჯეროდა
ასე ქარ და ქარ რად ირხეოდა? 

არც ილუზია არც მოჩვენება
ეს რეალურად ჩემს თავს ხდებოდა
ის იყო ტალღად მოვარდნილ ზღვაში 
გრძნობა, რომელიც თამამდებოდა

მდუმარედ ასე ვსდიე ბოლომდე
გზა ნანგრევებით, ვიწრო ხევებში
ის გაირინდა - ოცნების ქალი
ვარდები მისი შემრჩა ხელებში.












 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები