ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2016


მოვალ

მე შენთან მოვალ.
ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის,
წვიმის მერე რომ თოლიები ზღვასთან მიდიან.

მე შენთნ მოვალ.
ისე როგორც შარშანწინდელი
ნოემბერი რომ მოგვეპარა შუაღამისას.

მე შენთან მოვალ.
გეფიცები ღმერთებს რომელთაც
იქნებ მოსვლაზე საერთოდაც არ უფიქრიათ.

მე შენთან მოვალ
სანაპიროს კამელიებით
და ჩვენი სუნთქვაც საბოლოოდ გადაირევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს