 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2016 |
ბავშვობა. ეზო. კლასობანა. ველოსიპედი. ორდროშაბანა. წრეში ბურთი. კიდევ რამდენი, თავშესაქცევი თამაშობა. ლახტიც. ვადევნებ თვალს ძველ ფოტოებს. მახსენდება: ელისაბედი, ლუკა, ტიმოთე, ალექსანდრე, მართა, ელენე, სკოლის ბუფეტი და კედელთან სიო აფიშებს ულოლიავებს. იმ დროინდელ სიიაფეში ვპატიჟებთ სხვებსაც, ვიღას ახსოვს ბრომი, სელენი და ვაცდენთ შრომას, ფიზ. კულტურას, თვეზე მეტია ყოველ პარასკევს ვიპარებით, ამ დროს დარაჯი თუ ისადილებს, თუმც შიში გვაქვს მისი ყავარჯნის ჰაერში ქნევის, გაწყრომისაც და სულერთია, ვინ რას იფიქრებს, ამ კანონებს-მეტაფიზიკურ, გულს ვერასძალით ვერ დავუდებ, უკვე დამღალა თვით ნიუტონმა, თვით კულონმაც, ჰოდა, ქაღალდებს ცეცხლში ვუკეთებთ რვეულიდან, შატალოზე კი მუშთაიდში ვართ და დინამოს ჩებურეკებით ცხიმიან ტუჩებს მზეს ვუმალავთ, რომ არ დაგვისკდეს ნაზამთრალ სუსხში, თან თამბაქოს ყიდვაც გავრისკეთ და რომ ვერ გვნახონ უფროსებმა დავერეკებით სანაპიროსკენ, მტკვრის მიდამოს, ხიდის ქვეშ სადმე, თვალსაც შევავლებთ მეთევზეებს, ყანჩებს, თოლიებს, უმცროს მეგობრებს თავმომწონედ ავიყოლიებ, მოვყვებით სკოლის ისტორიებს, გარჩეულ საქმეს, მერე შუადღეც გადაივლის, წასვლის დრო მოვა, ავიღებთ ჩანთებს, ბოლო კენჭებს მტკვარში მოვისვრით; ადრე თუ გვიან, როცა ჩემ შვილს გვერდით მოვისვამ, მას მოვუყვები, ბავშვობაში რა სიტკბოც ვპოვე, ძველ ფოტოებსაც გადავუშლი: ელისაბედი, ტიმოთე, მართა, ალექსანდრე, ელენე, ლუკა, ეს ყველაფერი მოვიტოვეთ ბავშვობის უკან: კარიდან-კარში, კლასობანა, ველოსიპედი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ, სიწრფელისათვის :)) გმადლობთ, სიწრფელისათვის :))
8. კი ეფექტურია, დამაჟრჟოლა, ყველას აქვს ალბათ ეგ ბავშვობა გამოვლილი ჩვენს თაობას :))) +5 ემოციურობისათვის კი ეფექტურია, დამაჟრჟოლა, ყველას აქვს ალბათ ეგ ბავშვობა გამოვლილი ჩვენს თაობას :))) +5 ემოციურობისათვის
7. :) გმადლობთ, თოლიავ. მუხა, მერჩივნა მოწონებასთან დაკავშირებით გეხუმრათ :)) :) გმადლობთ, თოლიავ. მუხა, მერჩივნა მოწონებასთან დაკავშირებით გეხუმრათ :))
6. ძალიან, ძალიან მომეწონა გემრიელი პროზა წავიკითხე. ძალიან, ძალიან მომეწონა გემრიელი პროზა წავიკითხე.
5. სადღაც წავიკითხე ეს ლექსი კიდევ , სადღაც.... :)
მოზაიკასავითაა.
სადღაც წავიკითხე ეს ლექსი კიდევ , სადღაც.... :)
მოზაიკასავითაა.
4. მაშინ ჩვილობაში გადავიდოდით, დავრჩეთ ბავშვობაში :)) მაშინ ჩვილობაში გადავიდოდით, დავრჩეთ ბავშვობაში :))
3. ბავშვობაში კი წამიყვანა, მაგრამ პოეზია დამაკლდა. ბავშვობაში კი წამიყვანა, მაგრამ პოეზია დამაკლდა.
2. ბავშვობაში კი წამიყვანა, მაგრამ პოეზია დამაკლდა. ბავშვობაში კი წამიყვანა, მაგრამ პოეზია დამაკლდა.
1. სევდა და ნოსტალგია. სევდა და ნოსტალგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|