ქალაქი სიჩუმეში გაირინდა, ჰაერში გაფანტული მანდოლინა, თვალები მორიდებით ამარიდა, მერე კი გამექცა და მალოდინა!
სისხამზე დანიშნული პაემანი, მისხალი აღარ შემრჩა ემოცია. ჭადრების დაჩრდილული არეალი მზის სხივმა შემოღობა. შემაცია.
- როდესაც სასეირნოდ გაგეპარე, ლექსებში ვაგროვებდი ტროტუარებს, განა ვერ აგისრულებ დანაპირებს, ოღონდაც ჩვენს სიყვარულს მოუარე!
შენამდე დედაქალაქს შევერიე, ვერაფრით ამოივსე დანაკლისი; შემინდე, ვერ ვივარგე შევალიედ, ბავშვური გაბუტვებიც მახალისებს.
ნუ მიწყენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თბილისურ ხეტიალის რიტუალებს, გამოდი აივანზე, გელოდები, ნუ მალავ ოკეანეს ნამტირალევს.
ამ დრომდე ქალაქი რომ ვასეირნე, ხელკავით ჩემი სულის ბილიკებზე, ვუამბე, ეპოქაში რენესანსის თუ როგორ აგაშენე ბაზილიკა.
ხომ იცი, ვეღარ შემცვლი. მომიტევე, არა მწამს ნაჩქარევი განაჩენის, უფალმა სულსა ჩემსა განუტევოს, რა წამსაც პოეზია მომირჩება. –
ქალაქი სიჩუმეში გაირინდა, ჰაერში გაფანტული მელოდია, თვალები მორიდებით ამარიდა, მერე კი გამექცა და მალოდინა.
სისხამი. ერთადერთი აივანი. მისხალი აღარ შემრჩა ემოცია. გარშემო მდუმარებამ დაივანა. შენ ისევ ვერ გამიგე... შემაცია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სასიამოვნოდ ჩავიკითხე.. :)
სასიამოვნოდ ჩავიკითხე.. :)
6. არმენ,
"ვალიკოს პარალელური რეალობა" შენ არ დაწერე? ლიტერატურულ საქართველოში ფრიად დიდი მოცულობაც ეჭირა ოთხ "პროსტინად" იყო თუ არ ვცდები. არ გინდა ზედმეტი თავმდაბლობა, რადგან ტყუილივით ჟღერს და უხერხულია. ვისაც თვალები არ აქვს, ნაცრის შეყრას რა აზრი აქვს? მე კი მაქვს და წავიკითხე ის გაზეთი. ერთ-ორ ადამიანს კი არა მთელ საქართველოს წააკითხე. :)
ეს ლექსი იკითხება რა თქმა უნდა იმათ ფონზე, ვინც ვერ წერს და თავი პოეტი ჰგონია. თავად იცი რომ ეს არ არის "Небо в алмазах"... მაგრამ არა უშავს, საჯაროდ ინახებოდეს აქ ჯობია, ვიდრე სადღაც უჯრაში იმტვერებოდეს.
რაც არ უნდა იწუწუნო, პოეტიც კარგი ხარ და პროზაიკოსიც, ოღონდ წერისთვის მოიცალე. ვხედავ, რომ არ გცალია. ეს მწყინს. არმენ,
"ვალიკოს პარალელური რეალობა" შენ არ დაწერე? ლიტერატურულ საქართველოში ფრიად დიდი მოცულობაც ეჭირა ოთხ "პროსტინად" იყო თუ არ ვცდები. არ გინდა ზედმეტი თავმდაბლობა, რადგან ტყუილივით ჟღერს და უხერხულია. ვისაც თვალები არ აქვს, ნაცრის შეყრას რა აზრი აქვს? მე კი მაქვს და წავიკითხე ის გაზეთი. ერთ-ორ ადამიანს კი არა მთელ საქართველოს წააკითხე. :)
ეს ლექსი იკითხება რა თქმა უნდა იმათ ფონზე, ვინც ვერ წერს და თავი პოეტი ჰგონია. თავად იცი რომ ეს არ არის "Небо в алмазах"... მაგრამ არა უშავს, საჯაროდ ინახებოდეს აქ ჯობია, ვიდრე სადღაც უჯრაში იმტვერებოდეს.
რაც არ უნდა იწუწუნო, პოეტიც კარგი ხარ და პროზაიკოსიც, ოღონდ წერისთვის მოიცალე. ვხედავ, რომ არ გცალია. ეს მწყინს.
5. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო!
აი, ჰუმორისტულზე რა მოგახსენოთ; - ისეთ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ძალიან დიდ ხანს იდო თაროზე და არ მინდოდა დაუმუშავებლად სადმე გამომექვეყნებინა.
სხვაგან ისიც მითხრეს, ვერ გავიგეთო და ცოტა გამიკვირდა, - უბრალო ლექსია.
მოკლედ რაცაა, ესაა და ვერ ვარ მე უკეთესი ავტორი.
აი, პროზას კი ვწერ, მაგრამ იშვიათად და ეგოისტურად და მხოლოდ ერთ-ორ ადამიანს თუ ვაკითხებ ხანდახან. მკითხველთა ფართო წრისთვის არაა ჩემი მოთხრობები მზად და არც თავს ვაწყენ ვინმეს.
მოკლედ დიდი მადლობა იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ვინც წაიკითხეს და (ნებისმიერი) აზრის გამოთქმა არ დაიზარეს. დამწუნებელი მკითხველის კომენტარი მეტად ფასობს ჩემთვის, ვიდრე ვინმეს ჩუმად დაწერილი არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი ხუთიანი.
გაიხარეთ!
ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო!

4. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია.
3. მანდოლინას ხმაზე წავიკითხე :) :) ყოველთვის მხიარია, როცა აქ ჩანხარ, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი, გულიანი და გულამდენისატანი ახალი ნაწარმოები დაიდო :) მანდოლინას ხმაზე წავიკითხე :) :) ყოველთვის მხიარია, როცა აქ ჩანხარ, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი, გულიანი და გულამდენისატანი ახალი ნაწარმოები დაიდო :)
2. შეერიე, ესე იგი, დედაქალაქს :)
სასიამოვნოა, მართლაც, ქალაქური ლირიკა.
მანდოლინა რა უცხოდ ჟღერდა- სადღაა მანდოლინები.
"ამ დრომდე ქალაქი რომ ვასეირნე, ხელკავით ჩემი სულის ბილიკებზე," შეერიე, ესე იგი, დედაქალაქს :)
სასიამოვნოა, მართლაც, ქალაქური ლირიკა.
მანდოლინა რა უცხოდ ჟღერდა- სადღაა მანდოლინები.
"ამ დრომდე ქალაქი რომ ვასეირნე, ხელკავით ჩემი სულის ბილიკებზე,"
1. კარგი მელოდიურია , გულიანია, სასიამოვნო ჰუმორია.
მომნატრებია . თქვენი პროზაული ნაწარმოებები.
კარგი მელოდიურია , გულიანია, სასიამოვნო ჰუმორია.
მომნატრებია . თქვენი პროზაული ნაწარმოებები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|