ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2016


ისე ჩუმია

ისე ჩუმია შეღამება ვით განთიადი...
ვიდრე მამალი დაიყივლებს,
ან მგელი ტყიდან აყმუილდება ვით, ნასროლი გულში ისარით...
ხალხს მინაბული თვალებით კი სასთუმალს ძინავთ.
და განა ყველას?...
ბევრ მათგანს ღამე ჩამოაწვა განთიადივით.
ბევრს განთიადი შემოეკრა მხრებზე დიდ ტვირთად,
ჰო, სიყვარულმა იცის სხივი ცრემლთა ღიმილით,
ზოგჯერ, წვიმებიც უნატრია დაგვალულ მიწას!...
უნაურია... როცა იგრძნობ სამყაროს მიღმა,
სხვა სამყაროში,სამყაროსებრ, სამყაროვდები...
ისე ჩუმია განთიადი ვით შეღამება
და ნათურებით გაანათეს ხალხმა სახლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები