ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: იუმორისტული
16 იანვარი, 2009


მზის დაბადების დღე

მეგობარი შემხვდა დღეს
დაბადების დღე ჰქონიაო მზეს,
წავიდეთო...
ვარსკვლავები იქნებიან
შევაბათო...
დავკეროთ, ფლირტი გავუბათო...
მოგცლია-მეთქი, მე ვუთხარი...
მიდი, სხვას უამბე ეს ზღაპარი...
რა თქმა უნდა  რომ არ დავუჯერე...
ვეუბნები: ბიჭო, გაუბერე?!
წვეტიანი აზრი რო გაწვალებს
ეე, აზრზე მოდი პურის ყანავ,
სკოლაში მაინც არ გასწავლეს
მზესთან ვარსკვლავები რომ არ ჩანან?!
თითქოს ყურები ჩამოყარა,
და დარდიანმა მომაყარა:
ეჰ, არც შენ გჯერა, მეხუთე ხარ,
ვისაც ვუყვები და ვერ ვაჯერებ,
ისევ მარტო წავალ, თუ არ გინდა.
მოიცა, მანქანას გავაჩერებ.
ხელი აუწია, ტაქსი გააჩერა,
ეუბნება კრძალვითა და დიდი რიდით:
„დაბადების დღე ჰქონიაო მზეს,
წამიყვან, კარგად გადაგიხდი?!”
„არა ძმაო, მთვარე მაინც გეთქვა,
რომ გითხრა სახტად დამირჩები,
მზის სახლთან  მაგარი პრობკებია,
რა ვქნა, ვერაფრით ვერ გავძვრები...”
ტაქსისტიც ეტყობა კარგად იყო დაქოქილი,
გაზს მიაჭირა, დაგვტოვა დაბოლილი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები