ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: თარგმანი
9 ნოემბერი, 2016


მოსაწყენი სურათი (А. Плещеев)

მოსაწყენი სურათი! -
ცა ვერ იტევს ღრუბელს,
წვიმს,
დამდგარა ჭიშკართან
ვებერთელა გუბე...
სარკმელის ქვეშ აწვიმს
გაშიშვლებულ ცირცელს,
მონაცრისფრო სოფელი
მოწყენილი მიცქერს...
შემოდგომავ, რატომ
მოხველ ასე ადრე?
გულს ისევ სწურია
სითბო და სინათლე!
მას ვერ გაახარებს
შენი მრუმე სახე,
რადგან იცის, უგებ
რუხი სევდის მახეს.
გულს წინასწარ ესმის
ბავშვი როგორ ტირის,
ხედავს, რომ სიცივემ
მას დაუფრთხო ძილი.
რომ არა აქვს თბილი
სამოსი და შეშა...
ჰოდა, ვინ გეძახდა,
ასე რამ დაგგეშა?
ხედავ, გაფერმკრთალდა,
გახდა ავადმყოფიც?
არადა მხნედ იყო,
მზის სხივის ქვეშ მყოფი.
ახლა მასში დარდი
ბორგავს და ხელს უშლის
სიხარულის ნამცეცს
შეაღწიოს სულში...
შემოდგომავ,
ადრე მოგივიდა მოსვლა,
ბევრს გაუჭირდება
დათბობამდე მოცდა!

А. Плещеев
Скучная картина

Скучная картина!
Тучи без конца,
Дождик так и льется,
Лужи у крыльца...
Чахлая рябина
Мокнет под окном,
Смотрит деревушка
Сереньким пятном.
Что ты рано в гости,
Осень, к нам пришла?
Еще просит сердце
Света и тепла!
Все тебе не рады!
Твой унылый вид
Горе да невзгоды
Бедному сулит.
Слышит он заране
Крик и плач ребят;
Видит, как от стужи
Ночь они не спят;
Нет одежды тёплой,
Нету в печке дров...
Ты, на чей же, осень,
Поспешила зов?
Вот—и худ и бледен,
Сгорбился больной...
Как он рад был солнцу,
Как был бодр весной!
А теперь - наводит
Жёлтых листьев шум
На душу больную
Рой зловещих дум!
Рано, рано, осень,
В гости к нам пришла...
Многим не дождаться
Света и тепла!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები