ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2016


დანანებით ნათქვამი

იმდენად,
იმდენად,
იმდენად შორი ხარ,
აბა, რა აზრი აქვს,
შენთან რომ მოვიდე.
შორსა ხარ
იმდენად,
იმდენად,
ისე და
სხვაგვარ მონატრებას
ვერც შემომისევდა,
შენი ნახვის მცირე
შესაძლებლობანი,
ცოტა გაღიმება,
ბედის წყალობანი.
მაგრამ ჯერ
უზომოდ,
უზომოდ შორი ხარ
და ვერც კი ვოცნებობ,
რომ შენთან მოვიდე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები