ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2016


პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა

პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა
მოსავთ სასოება რუტინული
ახლავთ შეფერილი უმწეობა
ერთობ უბრალო და გარინდული

სიტყვებს ალაგებენ სწორხაზოვნად
მათთვის ხეირია  ანჯამები
როცა შეაღებენ კარს ხატოვნად
სადაც აჩრდილია ნაწამები

მათ ბედს განაგებენ მოირები
უნდათ დაემსგავსონ სეკუნდანტებს
ვისთვის დედამიწა სამოთხეა
მათთვის დელგმაა და ჯოჯოხეთი

როცა ჩამორეცხავს წვიმა კედლებს
სადაც სვეტებია შეკიდული
პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა
მოსავთ მწუხარება რუტინული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები