ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2016


ღამის ლირიკა

ბოლოს დღენიადაგ
ვტორტმანობ,
თმაში ჭაღარები მეწვია;
რა მაქვს ~ ცარიელი პორტმონე,
თვალში დირე რომ მაქვს ~
ბეწვია.
ხალხი ვისაც ვიცნობ ხალხია,
მათთვის ვინც გამიცნო ვარ ~
ხილი;
ზოგჯერ ერთმანეთსაც მახლიან,
ზოგჯერ მესერი ვარ დახრილი.
ხანაც ფერდობი ვარ ციცაბო;
ზურგით ვეზიდები პლანეტებს;
კიდევ სათქმელი მაქვს.
მიცადონ,
ხშირად ვამცირებ და ვამეტებ.
თვალის მეხერხება ხამხამი,
ცრემლი მიორთქლდება მალევე,
მიწევს ხეტიალი ღამ~ღამით,
სადაც ოცნებები გამლევენ.
ხეებს ვესალმები გინებით,
ქარში მიფრიალებს საყელო;
ალბათ დღეს არ გავიყინები,
უნდა მორიდებით ვახველო
შენი სიყვარულის ბალადა;
გზებზე მეგებები ნაშალო,
გვრჩება ნაკვალევი, არა და
მინდა გაფრენამდე წავშალო.
გახსოვს... მაშინდელი
ცარგვალი,
მთვარე თავის სიზმარს
გიმხელდა;
დაგვაქვს მონატრება სხგაგვარი,
ჩვენი სამყაროა იმხელა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები