ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2016


ალიკო გოგოლიძის ხსოვნას

      ალიკო გოგოლიძის ხსოვნას
,,ჩიხურას’’ პირას გავშალეთ სუფრა,
გახსოვს, პირისპირ ვისხედით მაშინ,
ტყიდან ფოთლების გვესმოდა სუნთქვა,
ცაცხვი  ,,დევ-კაცი,’’  შესული ხანში,
ჩეროს ფარდაგით, ნიავის ქროლვით,
დაგვიხვდა სტუმრებს, შევუქეთ ფესვი,
ამ იდილიას ვუცქერდით ორნი,
თითო ფიალა ხმელადაც შევსვით.
ავაშიშხინეთ შამფურზე ,,ეშხი,’’
,,წინაპრის დოქი’’ შევავსეთ მადლით,
,,დაღვრილი სისხლის’’ დავიკართ გერში,
ჩვენ ერთმანეთში, შექმოქმედს ვწამდით.
დროის ხურჯინში ,,მზე ჩაიწურა,’’
ეულად ვდგავარ გოლიათ ხესთან,
ჩანჩქერზე  ,,ზარით’’ მოთქვამს  ,,ჩიხურა,’’
მაგრამ ჩვენ მაინც დავდივართ ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები