ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2016


ელიზა

ვერ  ვიჭერდი  ხელში  გულს
და  მიცემდა მთელი  გზა.
ვთამაშობდით ,,წრეში  ბურთს,,
ბაღში მე  და  ელიზა.
ის  ცხოვრობდა გადაღმა,
ხიდს  აქეთ  კი მე.
და  ვაცდენდით  ხანდახან
ცეკვის  გაკვეთილებს.
ხან არ ვცემდით მთელ კვირას
ხმას ერთმანეთს,ვდუმდით.
,,რატომ?,,-უნდა  მერკვია.
ვრიგდებოდით გუნდით,
ვრიგდებოდით ციგაზე,
ციგნის ტკბილი ,,პედროთი,,.
გამივლიდა სიბრაზე,
ისევ  ვეხუტებოდი.
ვერ  ვიჭერდი  ხელში  გულს,
მიფეთქავდა მთელი გზა.
ვთამაშობდით ,,წრეში ბურთს,,
ბაღში მე და ელიზა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  უმა თურმანი ვულოცავთ დაბადების დღეს