ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2016


პოეტური შეღამება

დგება პოეტური ღამე ლორნეტებით
სხეულს დამჩნევია მუქი შეღამება
მთვარე დირიჟორობს ღამის ორკესტრებით
და მის ნათებაში სული იფაკლება

სულის ციებაა ყველა დანარჩენი
როცა შეღამება სხეულს აატირებს
მერე უჩვეულო დგება განაჩენი
და ქრიზანთემები სიკვდილს დააპირებს

უფრო მაცდურია,ვიდრე შეღამება
როცა ქარში რეკავს სულის სიმფონია
უფრო ადვილია,ვიდრე შეყვარება
სხეულს გაუჩნდება ალბათ სებორეა

ღამე ლორნეტებით უფრო მხედველია
სხეულს აათრთოლებს,როგორც გაელვებას
რომლის სიფაქიზეც ისე მეტყველია
ცაზე ნარინჯისფერ ხაზავს შეღამებას

როგორც უაილდის ზღაპრულ პერფორმანსებს
ჟინი პოეტური სხეულს გაუჩნდება
ზეცის კაბადონი მოჰგავს პერგამენტებს
დგება პოეტური მუქი შეღამება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები