ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2016


ორი სიმღერა


შუაგულ ტყეში დანთებული არის კოცონი
და გზას მიიკვლევს მისკენ კაცი, იამავარი.

სხვაგან კი, სხვაა:
ქარს და ტალღებს შეჭიდებია პატარა ბიჭი,
გამთენიისას ზღვაში გასული.
მე კი, აქ ვიყო სამუდამოდ გამომწყვდეული,
ფანქარს წვერი წავუთალო, მე კი მოვუშვა
-წასვლაა ესეც.

1

სახლი ნახა იმოდენა,
ჩუქურთმიან-ქვაფენილ.
არ დამირჩა, დაედევნა
ჭალებიდან აფრენილთ.

სანესტანო-სარისტანა
ამისთანას მუცლიდან.
ქვაზე იჯდა წყაროსთანა,
უცდიდა და უცდიდა.

- სპად ალქაჯთა ასეულთა
ვლიან საუკუნენი,
მაგრამ მე თუ დავსნეულდი,
შენ რად განიკურნენი?!
იმსიმაღლე კოშკი ვაგე,
ახვალ- ცქერით ითვრები,
ბერმუხების ტყეა აგერ,
აგერ- ცხელი მინდვრები.

სანესტანო-სარისტანა
ამისთანას მუცლიდან.
მაინც იჯდა წყაროსთანა,
უცდიდა და უცდიდა.

-ფარია თუ ფარატინა ?!
ან რა გზებით ვდიოდი?
სხვა თუ იყო პალადინი,
რაღას ვპალადინობდი?
მახვილით თუ ფიჩხა პიწკით
უღრან-მაღრანს ვცელავდი,
ცხრათავთვალა დევებიც კი
რად მწვდებოდნენ წელამდი?!

სანესტანო-სარისტანა,
ამისთანას მუცლიდან
ჩუმად იჯდა წყაროსთანა
უცდიდა და უცდიდა.

2
ხან მთებივით მოგორავენ,
ხან სიმებად წყდებიან...
ის სიმღერა როგორაა?!
რა დროს დამვიწყებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს