ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2016


ბიოპსია

იცი, რას ნიშნავს ბიოპსია?
ეს სიტყვა ორკვირიან ლოდინს ნიშნავს.
'ორ კვირაში იქნება პასუხი' -
გეტყვის ექიმი და მშვიდად დაგამშვიდებს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
შენ კი მთელი ცხოვრება
თვალწინ გაგირბენს,
როგორც მომაკვდავს
სულის ამოსვლის წინ.
და ორი კვირა
აწონი ძველ ამბებს, მოვლენებს , შეცდომებს
და დასვამ კითხვებს:
'ბედნიერი ვიყავი თუ უბედური?'
'მიყვარდა თუ არ მყვარებია?'
'ვინმეს ვუყვარდი თუ არავის?'
'აზრი ჰქონდა საერთოდ რამეს?'

ეს კითხვებია ყველაზე რთული,
თორემ პასუხი (ორ კვირაში რომ იქნება)
მარტივია, ცხოვრებასავით:
ან მოკვდები,
ან გადარჩები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები