ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2016


ბესლანის ტრაგედია, 2004 წელი

ჩვენ ვშიმშილობდით, მაგრამ შიმშილი
ბესლანის ცეცხლთან არაფერია.
მოგინდებოდათ ბავშვი გეშვილათ -
პატარა ბიჭი, ანდა ფერია.

სხვები თუ ერთურთს თვალებით ჭამდნენ,
ბესლანში იყო ბავშვთა მკვლელობა...
და ადიოდა გოდება ცამდე,
მთელი ქალაქი შველას ელოდა.

მაგრამ აღმოჩნდა ყველა უძლური,
ცეცხლში იწვოდა სკოლა... კარავი,
და ბავშვებს - გაზრდილთ დედის ძუძუთი
არ იბრალებდა იმ წელს არავინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები