ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2016


***

ნისლი მხრებზე დასთამაშებს ახოს
ამ ტყის პირას ენძელები სახლობს
იმ ტრამალზე ხვავრიელად ათოვს
ნისლი აკრავს მოქუფრულად ტატნობს

შიმუნვრები მიაცილებს აღალს
იმ ტრამალზე სადაც ახლაც ათოვს
აკარდეონს ააჟღერებს მთვარე
ამ ტყის პირას გვირილებიც სახლობს

ქარაგოზი მოედება ლატნებს,
როცა ნისლი ეფარება თვალებს
ზედაშეებს დაუღვრიან მგოსნებს
საღათას ძილს მიეცემა მთვარე

ქვათა,ხეთა შეადნება ჭირხლი,
ახლა მხოლოდ თოვლია და ნისლი
ნისლი მხრებზე დასთამაშებს ახოს
ამ ტყის პირას ენძელები სახლობს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები