ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2016


წელი 2017


ისეთი წელი დაგვიდგეს,
რომ მსოფლიო დააწყნაროს,
ყველას დარდი და ტკივილი,
რომ უკვალოდ გააქარვოს.
შინაბერა და ბერბიჭა
დააწყვილოს, გაახაროს
და პატარის მობრძანებით
ყველა კერა გაამაგროს.
რომ ყოველ დღე სიხარული
ყველას გულში იბუდებდეს
და წართმეულ მიწა-წყალს, რომ
ყველა ერი იბრუნებდეს.
ომის კლანჭებს გამოსტაცოს
დიდ-პატარა განურჩევლად,
შესძლოს, არვინ, რომ არავის
აღარასდროს ჰყავდეს მძევლად.
რომ უკლებლივ გვახალისოს
ბავშვებიც და კაციც, ქალიც,
ფინანსურად გვაძლიეროს,
არვის ჰქონდეს ბანკის ვალი.
რომ ღალატი, შური, ეჭვი,
ძველ წელიწადს გაატანოს,
თვისი შრომის შედეგით, რომ
ქვეყნად ყველა გაახაროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები