ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2016


მონა ...

მე არ მაქვს პესიმიზმის, ყურების ჩამოშვებისა თუ უიმედობის უფლება.
მე არ მაქვს უფლება მოღუშულმა და სევდიანმა ვიარო სადმე.
მე არ მაქვს უფლება განმარტოების, სიგიჟის, თავდავიწყების...
არ მაქვს უფლება, ავადმყოფობის, დეპრესიისა თუ სიკვდილის ადრე!
მე არ მაქვს უფლება ვიყო მხდალი, მშიშარა და უბედური!
არ მაქვს უფლება ვიყო კენტად, ვიყო ის ვინც მინდა რომ ვიყო.
მე არ მაქვს უფლება ვიყო ლაღი, მეოცნებე, გადარეული.
არ მაქვს უფლება ტირილის, წუწუნის და ვაი-ვიშის.
არ მაქვს უფლება დავანახო ვინმეს ნამდვილი სახე,
არ მაქვს უფლება ვიყო ბავშვური , ინფანტილური.
არ მაქვს უფლება გადავიყვარო და შევიყვარო!
რადგან მონა ვარ სამსახურის, ხალხის და ვალის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს