ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2016


ჯაკალე

შორს ნისლებში ჩაკარგულა
ტყესთან ჩემი ჯაკალე
აღარც არფა,აღარც ნოხი
აღარც ჩორთი,სათვალე

ცარიელი იყო ფაცხა
სუსხი იდგა სარკმელთან
გარეთ ქროდა ჭალიკონი
და ფარდაგებს არწევდა

იდგა ქოხი,ქვაბურები
ნისლი თალხად ებურა
ახლო-მახლო კაკლის ძირას
და ტკივილებს აშთობდა

კაკლის ძირას ლუგაობა
და გოშია მიყეფდა
ქარი ხვეტდა მტვერს,ბურუსში
თვალი გზას ვერ იკვლევდა

ხვამლის მთაზე თოვლი იდო
ქვაბურებსაც ათოვდა
და ზეგანზე ცისარტყელა
ლაჯვარდს ნისლით ამკობდა

შორს ნისლებში ჩაკარგულა
ტყესთან ჩემი ჯაკალე
აღარც არფა,აღარც ნოხი
აღარც ჩორთი,სათვალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები