ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2016


არხოტის ველი

არხოტის ველზე ნისლები წვანან
და გულანშაროს სდუმან ვერხვები
სდუმან სამშვილდე და ქვათახევი
ვწუხვარ და წუხილს ვეღარ ვეშვები

თვალს მიბნელებენ შავი ყორნები
ხელთ სააკაძის მიპყრია ხმალი
ეკლესიები მოსჩანს ვერანა
მიმობნეული ველებზე ავლი

სადაც გმირების მარხია ძვლები
და  არც მშვიდობის არის ოხჭანი
ყველას მოელის ელეთმელეთი
ვერ დააბნელებს თვალებს ყორანი

დაეპატრონა ბევრს ბელიერი
და დაატეხა თავს ექსორია
შინმოუსვლელო ნეტავ სადა ხარ
დაიწერება კვლავ ისტორია

ნეტავ სად გიდგას ახლა ფესვები
აზვირთებულა  მტკვარი- ენგური
შენი სავანე ვინ მიითვისა
ვერც ციხე-კოშკებს იცავს ებგური

ღრუბლებს მოდენის როკვით სამუმი
ნისლი ნამქერებს მიწაში მალავს
ციხე-ტაძრები არის ოფაზი
კვლავ გადმოვაწვენ კოშკიდან ალამს

არხოტის ველზე ნისლები წვანან
და გულანშაროს სდუმან ვერხვები
სდუმან სამშვილდე და ქვათახევი
ვწუხვარ და წუხილს ვეღარ ვეშვები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები