ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 იანვარი, 2017


ადამიანები


გასამხნევებლად იმარაგებენ ადამიანები ერთმანეთზე შთაბეჭდილებებს.
იმარაგებენ და ახარისხებენ, იხსენებენ და აფერადებენ.
წყალი ყოველთვის ორთქლდება ხიდან.
პლანეტის ფესვებს გავს მრავალსართულიანი შენობები,
თითქოს წონასწორობის დაკარგვის შიშით, საცეცები დაუკაპიწებია
ჰაერზე მოსაჭიდებლად.
ჩვენ კი ვმოძრაობთ შიგნით...
საინფორმაციო მონიტორებმა ალერგიად გამოაყარეს შენობებს.
ხმა და ცვალებადი გამოსახულება; ხმა და ცვალებადი გამოსახულება.
ადამიანები... ისინი ბუსუსებში ცხოვრობენ.
ადამიანები - განუკურნებელი არსებობით.
ადამიანები - ერთმანეთზე გამქრალი შთაბეჭდილებებით
და კიდევ ადამიანები - წყალგამშრალი ხეები...
არიან მათ შორის მოხეტიალე ადამიანები - ელექტრო მუხტები,
მცირეამპერიანი ნათურის განათება რომ შეუძლია.
მათზე ამბობენ : ბჟუტავს და მაინც ანათებს.
ერთი წაქცეული კაცი მიყვებოდა :  ,,ხშირად დავცემულვარ.
არ ვაკვირდებოდი რომ ფეხი მივარდებოდა ერთსა და იმავე ორმოში.
ტკივილი ორმოდან მოდიოდა’’.
სხვებმაც გაიგეს, დაიჯერეს და აიტაცეს :
ტკივილი ორმოდან მოდიოდა, ტკივილი ორმოდან მოდიოდა.
ამის შემდეგ აღარავინ უფრთხილდებოდა დაცემას.
სიზმარი ვნახე. დიდ ხანს ვიხსენებდი. ქვა ვიყავი.
ერთადერთი ქვა. მოდიოდნენ და სხვდებოდნენ ადამიანები.
სხდებოდნენ, ისვენებდნენ, მიდიოდნენ.
მეთევზეები მატლებს ეძებდნენ ჩემს ქვეშ.
გადამაგორებდნენ, ჩხრეკდნენ ნესტიან ნიადაგს.
მიდიოდნენ ხელმოცარულები და ქვას სხვა ადგილზე ტოვებდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები