ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: საბავშვო
4 იანვარი, 2017


საახალწლო

გელოდებით თოვლის ბაბუ ,
მოდი, უნდა გახაროთ;-
ჩვენ ნაძვისხე უკვე მოვრთეთ,
ფიფქმა მთელი სამყარო.

მოდი ციდან, როგორც თოვლი,
სიხარული გვათოვე...
ახალი წლის ნაკვალევით,
სულ ხალისი დატოვე.

ჩემი სახლის ნაძვის ხეზე,
ნათურები ციმციმებს,
შენი მოსვლის წუთებს, წამებს,
სიყვარულით მიღვივებს.

მეგობრები შევიკრიბეთ,
ჟრიამული გამეფდა,
გელოდებით თოვლის ბაბუ,
საახალწლოდ, კარებთან!


                        * * * * *


აჰა უკვე შემობრძანდა!...
ახალი წლის ღამეა.
ცაზე დიდი ვებერთელა
მარგალიტის მთვარეა.

ფიფქმა უკვე დედამიწა
ფანტელებით შემოსა,
ბედნიერი იყოს მუდამ,
ახალი წლის შემოსვლა!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები