ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2017


კედარი

და ირხეოდა  ტოტები წყალქვეშ
მოგაგონებდათ მზისფერ ფიანდაზს
მღვრიე ორმოში ასობდა კლანჭებს
და აპკურებდა წვეთებს ნიადაგს

მზე აცხუნებდა ალამოს ნაპირს
სხივებს აფენდა მდუმარე ტაფობს,
როცა  ზამთარში ხეობებს მაშინ
უსაშინლესად აწვიმს და ათოვს

მაშინ ივარცხნის ტოტებს კედარი
და გააბამენ თევზები ფერხულს,
თოვლის წასვლასაც ისე შეჰხარი
რომ სხივი მზისა მისწვდება თეთნულდს

და ირხეოდა ხელები როგორც,
წინ მიიწევ და ნაბიჯს დგამ უკან
წყალს ამოევსო პეშვებით ორმოც
მზეში ალტობდა ნიადაგს უმალ

აფერმკრთალებდა შავ-თეთრი ნისლი
ალმოდებული იწვოდა ზეცა
და წყალთან ახლოს  ნაპირზე მისვლით
კედარი ტოტებს მიწამდე კეცდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები