ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
6 იანვარი, 2017


ლექსი მეკვლე ჯოკერისა

უცხო მოხელთებით დათქმა პოეზიის
შორი ცა სამხრეთით, ცა ინდონეზიის
ცამ შობა რომელმაც ტარიელ ვაიში
უფალო, შეუნდე ამის მთქმელს ვაისშვილს...
მე გაძლევთ ხერხეულს, უბირი ნიჭისა
სადაც ძმა მარხია, ცხრა, ჭავლი იმ ჭისა
ხერხემალს იტკივებს ძმა ჩემი და დედა
მამა ყამირების გორმახში ჩადედდა...
ხოხმა ლექსიაო! დავამხო ახო ქმარს?
რად მინდა ვუხელთო მწყრადყოფილს, ნახოხბარს...
ვაზირებს, კოზირებს, ნაზირებს -ვზიზღდები
ხელებო, მკლავებო ნუ გააზიზდებით
ილოცეთ! ცა დადის მიწაზე- უდაოა
დამისხი! ბუდაა, ბრაჰმა თუ დაოა,
თქვენ, ღვინო მიირთვით ნაწური ბწკარებში
კეთილი ფეხი მაქვს! შემოვდგი კარებში!

)

შობას გილოცავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები